4.8 C
Tbilisi
02/03/2026
spot_img

Walmart ტანსაცმლის ონლაინ მოზომების ტექნოლოგიას დანერგავს

საცალო სავაჭრო ქსელი Walmart-ის ვებ-გვერდზე გაკეთებული განცხადებით ირკვევა, რომ კომპანია აპირებს, თელავივში დაფუძნებული სტარტაპის, Zeekit-ის შესყიდვას, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ვირტუალურად მოიზომონ ტანსაცმელი ონლაინ ყიდვისას. სტარტაპი დაფუძნებულია ფოტოს ონლაინ რეჟიმში დამუშავების ტექნოლოგიაზე, რაც ტანისამოსის მყიდველებს საშუალებას აძლევს დაინახონ, თუ როგორ გამოიყურებიან ამათუიმ ტანსაცმელში და ასე მიიღონ მეტად ინფორმირებული გადაწყვეტილება. ტექნოლოგია მხედველობაში იღებს სხეულის აღნაგობასა და ზომებს.

მოლაპარაკების პირობები ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. Zeekit-მა 2014 წლიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით მოიზიდა 16 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება, კერძო ინვესტორების მხრიდან. Zeekit თანამშრომლობს რამდენიმე ცნობილ ტანსაცმლით მოვაჭრე კომპანიასთან, ესენია: ტომი ჰილფიგერი, ადიდასი, მეისი, ვოლმარტი და სხვები.

კომპანია 2013 წელს იაელ ვიზელმა დააარსა, იმ იდეით, რომ მაღაზიებს შეემცირებინათ გაყიდული საქონლის უკან დაბრუნებების რიცხვი. დამფუძნებლის მოსაზრებით, თუ მომხმარებელი ონლაინ ყიდვის დროს წინასწარ დაინახავს, თუ როგორ გამოიყურება ტანსაცმელში, ის დიდი ალბათობით ტანისამოსს მეტი ენთუზიაზმით შეიძენს და აღარ დააბრუნებს.

როდესაც ახალი ტექნოლოგია გამოჩნდება Walmart.com ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ატვირთონ საკუთარი სხეულის ფოტო ან შეარჩიონ მოდელებიდან ერთ-ერთი, რომელსაც მიანიჭებენ საკუთარი სხეულის პარამეტრებს, ზომებს, კანის ფერს და ა.შ. რომ დაინახონ როგორ მოერგებათ და მოუხდებათ ტანსაცმელი. ამ ყველაფრის მიზანია, რომ კლიენტებმა მაღაზიებში არსებული გამოსაცვლელი ოთახის ტიპის მომსახურება მიიღონ ადგილზე მისვლის გარეშე.

მყიდველებს ასევე ექნებათ საშუალება, თავიანთ თავზე მორგებული ახალი ტანისამოსის ფოტო მეგობრებსაც გაუგზავნონ მეორე აზრის მოსასმენად და გადაწყვეტილება შეძენასთან დაკავშირებით მათი რჩევების გათვალისწინებით მიიღონ.

ვოლმარტმა ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი მოცულობის ინვესტიციები განახორციელა ტანისამოსის ინდუსტრიაში. შეისყიდა ონლაინ ბრენდები Bonobos, ModCloth, Eloquii და სხვები. ასევე Nike-ს და სხვა ბრენდებს შესთავაზა მათი მაღაზიების walmart.com-ზე განთავსება. თუმცა, ყველა მათი მცდელობა შედეგის მომტანი არ აღმოჩნდა. კომპანიამ ორიოდ წელში ModCloth გაყიდა, რადგან ბრენდს გაყიდვები მნიშვნელოვნად შეუმცირდა და არამომგებიანი ხაზი გახდა.

კომპანიამ პარტნიორობა დაიწყო ონლაინ მაღაზია ThredUP-თან, იმისათვის რომ მის პლატფორმაზე განეთავსებინა მეორადი და ასევე შედარებით დაბალფასიანი საქონელი.

მომგებიანობის პრობლემების გარდა, ტანისამოსის ონლაინ გაყიდვა ზოგადად დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, სწორედ იმ მიზეზის გამო, რომ შეძენილი ტანსაცმელი შესაძლოა თქვენი ზომა არ აღმოჩნდეს, დიდი შანსია, რომ იყოს დიდი ზომის, ან პატარ ზომის და ეს ყველაფერი სხვადასხვა ბრენდებისთვის სხვადასხვანაირად შეიძლება იყოს მოწყობილი.

ვოლმარტის გააქტიურება ონლაინ ტანსაცმელების სექტორის მიმართულებით, შესაძლოა გამოწვეული იყოს COVID 19 პანდემიით, რამაც ონლაინ გაყიდვების პლატფორმების განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. მაღაზიების კარებები დახურა, ხოლო მყიდველებმაც სახლში გადაინაცვლეს და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ონლაინ დაიწყეს ყველაფრის, მათ შორის, ტანისამოსის შეძენაც.

ლოქდაუნების პერიოდში, ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით, ამაზონმა ვოლმარტს გადაასწრო ტანისამოსის ონლაინ გაყიდვების მიმართულებით. ამაზონის ტანისამოსის და ფეხსაცმელის გაყიდვები, აღნიშნულ პერიოდში 15%-ით გაიზარდა და 41 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 20-25%-ით მეტია ვიდრე ვოლმარტის გაყიდვები.

ვოლმარტი ჯერ-ჯერობით არ ასახელებს ზუსტ თარიღს, როდის გაუშვებენ მათ პლატფორმაზე Zeekit-ის ინოვაციას, თუმცა განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს მალე მოხდება. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ახალი ტექნოლოგია მომხმარებლებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ტანისამოსის ონლაინ შესყიდვების პროცესს.

Related Articles

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები