5.8 C
Tbilisi
02/03/2026
spot_img

NASA მიწისძვრების დაფიქსირებას საჰაერო ბუშტებით ახერხებს

ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტოს მკვლევარებმა წარმატებით გამოიყენეს საჰაერო ბუშტები კალიფორნიის უდაბნოში მიწისძვრების ფაქტების დასადგენად.

მიწისძვრის დასადგენი საჰაერო ბუშტი. NASA

ექსპერიმენტში მონაწილეობდა მზის ენერგიით მომუშავე ოთხი დიდი ბუშტი, რომლებიც შექმნილია 18-დან 24 კილომეტრის სიმაღლეზე ფრენისთვის. გუნდმა საჰაერო ბურთებს დაურთო ინსტრუმენტები, რომლებიც ზომავენ ჰაერის წნევის ცვლილებებს. აპარატურა გამოიყენება ხმოვანი ტალღების მისაღებად, რომლებიც სტიქიის დროს მიწიდან ამოდის.

მკვლევარებმა განაცხადეს, რომ დედამიწის მსგავსი კლდოვანი პლანეტის სეისმური ტალღების აქტივობის შესწავლით, მათ შეუძლიათ უფრო მეტი გაიგონ, თუ როგორ განვითარდა ეს პლანეტა და როგორია მისი ამჟამინდელი მდგომარეობა.

ექსპერიმენტმა შეამოწმა, შესაძლებელია თუ არა მსგავსი ბუშტების გაგზავნა პლანეტა ვენერაზე მისი სეისმური აქტივობის შესასწავლად. NASA-მ ცოტა ხნის წინ განაცხადა ვენერაზე ორი მომავალი მისიის დაწყების გეგმის შესახებ.

ტესტის ჩასატარებლად NASA-ს მეცნიერებს შესაძლებლობა 2019 წლის ივლისში მიეცათ, როდესაც კალიფორნიის მიმდებარე ტერიტორიას ძლიერი მიწისძვრები დაატყდა. მთავარი მიწისძვრა 4 ივლისს მოხდა, რომლის სიმძლავრე შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით 6.4 ბალს შეადგენდა. შემდეგი 6 კვირის განმავლობაში კი 10 000-ზე მეტი მიწისძვრა დაფიქსირდა.

კალიფორნიის 2019 წლის მიწისძვრის შედეგი. The Associated Press

ვენერა, რომელიც ასევე კლდოვანი პლანეტაა, მზის სისტემაში ჩვენი უახლოესი მეზობელია. ამასთანავე ის მეორე უახლოესი პლანეტა მზესთან მერკურის შემდეგ. სტრუქტურით ის დედამიწის მსგავსია, თუმცა ზომებით ოდნავ მცირეა. დედამიწისგან განსხვავებით, ვენერას ზედაპირის ძალიან ცხელია და მისი ატმოსფერო ძალიან მკვრივია. ასეთი პირობებში რთული იქნება კოსმოსური ხომალდების ვენერას ატმოსფეროში ან მის ზედაპირზე გადარჩენა.

მეცნიერები დიდხანს ფიქრობდნენ ვენერაზე სეისმური აქტივობის შესწავლის შესაძლებლობაზე. მათ სურთ მეტი გაიგონ, თუ როგორ განვითარდა პლანეტა ასეთ ექსტრემალურ პირობებში. მკვლევარები, NASA- ს რეაქტიული ძრავის ლაბორატორიიდან, თვლიან, რომ მათ შეუძლიათ ვენერაში მისიით გაგზავნონ ისეთი ბუშტები, როგორების ტესტირებაც კალიფორნიაში განხორციელდა.

მიწისძვრებიდან სეისმური ენერგია ატმოსფეროში გადადის და წარმოიქმნება ხმოვანი ტალღები. ამ ტალღებს აფიქსირებენ მიწისზედა სეისმური სადგურები, თუმცა მკვლევარების მიერ შექმნილმა საჰაერო ბუშტმა ამის დაფიქსირება პირველად შეძლო. ერთ-ერთმა ბუშტმა დააფიქსირა სეისმური ბგერითი ტალღები 4.2 ბალიანი მიწისძვრის შემდეგ წამებში, რაც სხვა სეისმურმა სადგურებმაც დაადასტურეს. ამ დროს ბურთით დედამიწიდან დაახლოებით 4.8 კილომეტრის სიმაღლეზე იყო.

ვენერა. NASA

მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ბუშტები საფუძველს დაუდებს ვენერაზე სეისმური აქტივობის ახალ გამოკვლევებს, რაც მათ დაეხმარებათ პლანეტის შემდგომ გამოკვლევაში. მაგალითად, მათი თქმით, ეს მეთოდი მათ დაეხმარება გაიგონ, რატომ არის ვენერას ზედაპირი ისეთი ცხელი სადაც ტყვიაც კი დადნება. აღნიშნული მეთოდების გამოყენებით ივარაუდება ასევე პლანეტაზე არსებული სითხეების აღმოჩენა.

მკვლევარების თქმით, ისინი გეგმავენ საჰაერო ბუშტებს დაამატონ მეტი კვლევის ინსტრუმენტები და გააფართოვონ კვლევის არეალი დედამიწის სეისმურად აქტიურ ადგილებში, რათა გააუმჯობესონ სეისმური მოვლენების იდენტიფიცირების შესაძლებლობა. ეს მათ საშუალებას მისცემს დაადგინონ სად ხდება მიწისძვრა მიწის სადგურების დადასტურების გარეშე.

Related Articles

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები