2.8 C
Tbilisi
02/03/2026
spot_img

ძალიან წარმატებული ადამიანების 5 ჩვევა

სანამ კითხვას დაიწყებთ, კარგ ამბავს გეტყვით. ცხოვრებაში მეტს რომ მიაღწიოთ, საჭიროა მხოლოდ მეტი პოზიტიური ჩვევის გამომუშავება.

თქვენი ქმედებები გადაიქცევა თქვენს ჩვევებად, თქვენი ჩვევები გახდება თქვენი ღირებულებები, და თქვენი ღირებულებები შექმნის თქვენს ბედს – მაჰათმა განდი.

მაჰათმა განდიმ ასევე თქვა, რომ ადამიანს თუ უნდა წარმატების მიღწევა, უნდა ჰქონდეს შესაბამისი ჩვევები.

თომას კორლიმ, რომელიც არის ავტორი წიგნისა „შეცვალე ჩვევები, შეცვალე შენი ცხოვრება“, გამოკითხა ასობით  ადამიანი, რომელთაც დამოუკიდებლად შეძლეს გამხდარიყვნენ მილიონერები. მისი მიზანი იყო დაედგინა კონკრეტული წესები, რომლებიც ადამიანებმა დაუდგინეს საკუთარ თავს წარმატების მისაღწევად.

ქვემოთ ჩამოთვლილია ხუთი ყველაზე ხშირი ჩვევა, რომლებიც წარმატებულ ადამიანებს ახასიათებთ.

1. ისინი დილით ადრე დგებიან

დილით ადგომა შეიძლება იყოს დღის დაწყების ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწილი. მაგრამ თომას კორლის კვლევის თანახმად, წარმატებული ადამიანების თითქმის 50% დგება სამუშაო დღის დაწყებამდე სამი საათით ადრე.

როდესაც დღეს ადრე იწყებთ, თქვენ გეუფლებათ გრძნობა, რომ დროზე ბატონობთ და არა პირიქით. ეს გმატებთ თავდაჯერებულობას, რომ თქვენ ნამდვილად მართავთ თქვენს ცხოვრებას.

ფოტო: Unsplash, @brucemars

არასდროს ყოფილა საიდუმლო, რომ წარმატებული ადამიანები ადრე იღვიძებენ. Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი დილას 3:45-ზე იწყებს, Twitter-ის დამფუძნებელი ჯეკ დორსის დილა 5:30 საათზე 10 კილომეტრის სირბილით იწყება.

ეს სტრატეგია, ადამიანებს ეხმარება იმაში, რომ მეტი დრო დაიტოვონ ვარჯიშისთვის, მოამზადონ ჯანსაღი საუზმე, იფიქრონ შემოქმედებითად. ამ დროს ჯერ კიდევ არ არის გარემო და გარშემომყოფები ჩვენს მიმართ „მომთხოვნები“, რადგან უმეტესობას ამ დროს ისევ სძინავს.

გარდა ამისა, ნატელია რომ ადრე გაღვიძება ფიზიკური, ემოციური და ფსიქიკური თვალსაზრისითაც დადებითად მოქმედებს ჩვენზე. კვლევებით დასტურდება, რომ ადრე ადგომა აჯანსაღებს კანს და აუმჯობესებს ყურადღებას დეტალების მიმართ, რაც მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ.

არ გიყვარს დილით ადრე ადგომა?

ყველა ადამიანს გარკვეულწილად რუტინული ხასიათი აქვს, ამიტომ დილის ჩვევის გამომუშავება მნიშვნელოვნად გაგიადვილებთ ადრე ადგომას. ბენჟამინ სპალი, რომელიც არის ავტორი წიგნისა „ჩემი დილის რუტინა: როგორ იწყებენ დილას წარმატებული ადამიანები“ ამბობს, რომ ყოველ დილით 20 წუთის განმავლობაში სეირნობს ან ვარჯიშობს 1 საათის განმავლობაში. წარმატებული ბიზნესმენი პიტერ შანკმანი კი, ადამიანებს ვისაც დილით ადრე ადგომა ეზარება, სთავაზობს, რომ გაღვიძებიდან რაც შეიძლება მალე ჩაიცვან სავარჯიშო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რის შემდეგაც საკმაოდ რთული იქნება საწოლში დაბრუნება ძილის გასაგრძელებლად.

2. მათი ძილის ხანგრძლივობა საკმარისია

აღსანიშნავია, რომ ადრე გაღვიძება დამოკიდებულია იმაზე, საკმარისი ხანგრძლივობით გეძინათ თუ არა.

კორლის კვლევამ აჩვენა, რომ მილიონერების 89%-ს როგორც წესი დღე-ღამეში სძინავთ შვიდი და მეტი საათის განმავლობაში. საჭირო ხანგრძლივობის ძილი აუცილებელია ტვინის ოპტიმალურად ფუნქციონირებისთვის და კრეატიულობის გასაზრდელად;

ფოტო: Unsplash, @all_who_wander

სწორი ძილი აუცილებელია თქვენი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ის აუმჯობესებს გულის მუშაობას, იმუნურ სისტემას, ამცირებს ინსულტის, კიბოს და ასევე დეპრესიის რისკებს.

ალბერტ აინშტაინსაც კი, მინიმუმ 10 საათი ძილი სჭირდებოდა. შესაბამისად, თუ გენიოსის ჩვევა იყო საკმარისი ხანგრძლივობით გამოძინება რატომ არ უნდა მივბაძოთ მას?

ჯანსაღი ძილის რეკომენდაციები

აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოზრდილებს მინიმუმ 7 საათის ძილს ურჩევს. აღნიშნულის მისაღწევად საჭიროა საღამოს ძილის წინა პერიოდის ოპტიმიზაცია. მიიღეთ საკვები დაძინებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე და ეცადეთ შეძლებისდაგვარად მაქიმალურად მოერიდოთ ელექტრონულ მოწყობილობებს: ტელევიზორს, კომპიუტერს, მობილურ ტელეფონს და ა.შ. თუ ძილის გრაფიკს ზედმიწევნით დაიცავთ რამდენიმე დღის განმავლობაში ზედიზედ, თუნდაც მხოლოდ შაბათ-კვირას, თქვენ დაუყოვნებლივ შენიშნავთ მისგან მიღებულ სარგებელს.

ლეონარდო და ვინჩი და ნიკოლა ტესლა მისდევდნენ “უბერმანის ძილის ციკლს”, რაც გულისხმობს 6-8 ჯერ 20 წუთიან ძილს მთელი დღის განმავლობაში. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს მეთოდი უსაფრთხოა, თუმცა ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ 20-30 წუთიანი ძილი დღის განმავლობაში ზრდის თქვენს მახვილგონიერებას. თუ გსურთ, რომ დღის განმავლობაში ფხიზლად იყოთ, მცირე ხნიანი დაძინება უკეთეს შედეგს მოგცემთ ვიდრე ერთი დიდი ფინჯანი ყავის მიღება.

3. ისინი ბევრს კითხულობენ

”მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი” – სოკრატე

ბერძენი ფილოსოფოსი სოკრატე, ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ადამიანი იყო კაცობრიობის ისტორიაში. რა საერთო აქვთ მასთან წარმატებულ ადამიანებს? ისინი მზად არიან ცხოვრების განმავლობაში მუდამ რაღაცას სწავლობდნენ.

კორლის თანახმად, მისი მილიონერი რესპონდენტების 88% ყოველდღიურად 30 წუთს ან მეტს უთმობდა კითხვას და განათლების მიღებას. მათი ინტერესის საგანი კი არის სხვადასხვა წარმატებული ადამიანების ბიოგრფიები, ისტორიული ფაქტები, მეცნიერებასთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ. ალბათ არავის ეჭვი არ შეეპარება იმაში, რომ წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიებიდან მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მაგალითების სწავლაა სესაძლებელი. სხვების მაგალითებზე სწავლა კი მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ დროს და აგარიდებთ ბევრ ცხოვრებისეულ სირთულეებს.

ფოტო: Unsplash, @jmuniz

გრძელვადიანი ჯანმრთელობისა კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ვინც წიგნებს კითხულობს, დაახლოებით 2 წლით მეტხანს ცოცხლობს, ვიდრე ის, ვინც ცოტას ან საერთოდ არაფერს კითხულობს.

გამოითავისუფლეთ მცირე დრო ყოველდღე

მილიარდერი უორენ ბაფეტი, მისი სამუშაო დროის 80 პროცენტს კითხვაში ატარებს და სხვებსაც ურჩევს დღეში 500 გვერდის წაკითხვას. სხვა ბევრი წარმატებულ ადამიანსაც მსგავსი ჩვევა აქვს. მაგალითად ბილ გეითსი, წლიურად საშუალოდ 50 წიგნს კითხულობს, რაც კვირაში ერთი წიგნის წაკითხვის ტოლფასია. Pew Research-ის თანახმად, კითხვის ეს ტემპები 10-ჯერ მეტია ვიდრე ტიპიური, საშუალო ამერიკელის შემთხვევაში.

მაგრამ, ბაფეტის თქმით ამის გაკეთებას ბევრი ადამიანი არ ეცდება ან ვერ შეძლებს, თუმცა სანერვიულო არაფერია – 500 გვერდს თუ არ წაიკითხავთ წაიკითხეთ იმდენი რამდენსაც შეძლებთ და დროთა განამვლობაში ეს ცოდნა აკუმულირდება და სარგებელს მაინც მოგიტანთ.

4. ისინი რეგულარულად ვარჯიშობენ

რეგულარული ფიზიკური ვარჯიში ერთ-ერთი მოწინავეა წარმატების მომტანი ჩვევების ჩამონათვალში. კორლიმ დაადგინა, რომ გამოკითხულთა 76% დღეში მინიმუმ 30 წუთიანი ვარჯიშით მაინც არის დაკავებული.

გაითვალისწინეთ, რომ მილიარდერი რიჩარდ ბრანსონი დილის 5:00 საათზე იღვიძებს, რომ ითამაშოს ჩოგბურთი ან ველოსიპედით გაისეირნოს. ის არის მოყვარული მორბენალი, და რამდენჯერმე სრული მარათონული დისტანცია აქვს დაფარული. რიჩარდ ბრანსონი აცხადებს, რომ: ”მე ნამდვილად შემიძლია ორჯერ მეტის მიღწევა, ფიტნეს შენარჩუნებით.”

ფოტო: Unsplash, @anniespratt

რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას მეცნიერებაც მხარს უჭერს. როდესაც რეგულარულად ვარჯიშობთ, აუმჯობესებთ კოგნიტურ ფუნქციონირებას, ენერგიის დონეს და ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ვარჯიშები ჩვეულებრივ გამოყოფს ბედნიერების ჰორმონებს: ენდორფინებს, სეროტონინს და დოფამინს, რასაც მთლიანობაში თქვენთვის ფანტასტიკური შედეგები მოაქვს.

შექმენით სავარჯიშო რუტინა

კვლევებმა დაადგინა, რომ მხოლოდ 66 დღე სჭირდება ჯანმრთელობისა და ფიტნეს რუტინის ინტეგრირებას თქვენს ცხოვრებაში. თუ არასდროს გიცდია ვარჯიში, 66 დღე შეიძლება დიდხანს მოგეჩვენოს, თუმცა ეს 66 დღე მთელი წლის მხოლოდ 18%-ია.

თუ იანვრისთვის დაიწყებთ რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას, მარტისთვის თქვენ უკვე გექნებათ გამომუშავებული საკმარისი ჩვევა, რომ აღარ შეწყვიტოთ ფიზიკური აქტივობა. ის გახდება თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი და მის გარეშე თქვენი დღე წარმოუდგენლად მოგეჩვენებათ.

დაგეგმეთ ფიზიკური აქტივობა და მიყევით გეგმას. იმისათვის, რომ მალე არ მიატოვოთ დაწყებული საქმე გეგმის თავდაპირველ ეტაპზე შეიტანეთ მარტივი სავარჯიშოები, მაგ: სეირნობა 20-30 წუთის განმავლობაში, სწრაფი სიარული, ნელი სირბილი, ველოსიპედით სეირნობა და ა.შ.

და ბოლოს, ფიზიკური აქტივობა აქციეთ თქვენს საყვარელ გასართობ საქმიანობად. დაფიქრდით, რომელია თქვენთვის ყველაზე საყვარელი ფიზიკური ატივობა და ეცადეთ, რომ რეგულარულად დაკავდეთ ამ საქმიანობით. რაც სხვისთვის მოსაწყენია შეიძლება თქვენთვის პირიქით უფრო მეტად საინტერესო იყოს. თუმცა აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი რეგულარულად აკეთოთ.

5. ისინი იღწვიან მიზნების მისაღწევად

ფოტო: Unsplash, @jannerboy62

ეჭვგარეშეა, წარმატებული ადამიანები მხოლოდ იმიტომ არიან წარმატებული, რომ მათ დასახული აქვთ მიზნები, თუმცა მოქმედების გარეშე არაფერი არ გამოვიდოდა.

კორლი თავის წიგნში წერდა: ”მდიდართა ოთხმოცი პროცენტი შეპყრობილია მიზნის მიღწევის სურვილით. ამასთან, რაც მათ ხალხის უმეტესობისგან განასხვავებს არის ის, რომ ისინი მოქმედებას იწყებენ ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მზადად არიან. ჯეიმს კლირმა თქვა, რომ ისინი “პირველ ნაბიჯს დგამენ – თუნდაც ეს უცნაური აღმოჩნდეს”

რაზეც ფოკუსირდებით იმას მიიღებთ

დაადგინეთ, რისი მიღწევა გსურთ, ვთქვათ, ხუთი წლის განმავლობაში. ჩაშალეთ მცირე ეტაპებად, რომლებსაც გარდაუვლად მიაღწევთ, რომ გქონდეთ პროგრესის შეგრძნება. ერთდროულად მოკლე და გრძელვადიან მიზნების დასახვით, თქვენ ინარჩუნებთ თანმიმდევრულობას და დისციპლინას, რაც ხელს შეუწყობს თქვენს წარმატებას.

ადამიანების უმეტესობა ზედმეტად აფასებს იმას, რისი გაკეთებაც ერთ წელიწადში შეუძლია, ხოლო ნაკლებად აფასებს იმას, რისი გაკეთებაც შეუძლია ათი წლის განმავლობაში – ბილ გეითსი

შეჯამება
ცხოვრებაში მეტს რომ მიაღწიოთ, საჭიროა მხოლოდ მეტი პოზიტიური ჩვევის გამომუშავება:

  1. ადექი დილით ადრე
  2. იძინეთ საკმარისი ხანგრძლივობით
  3. იკითხეთ ბევრი
  4. ივარჯიშეთ რეგულარულად
  5. დასახეთ მიზნები და მყისიერად გადადგით ნაბიჯები მათ მისაღწევად

არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვევების სისტემატიურად და თანმიმდევრულად განხორციელება შედეგის მიღების აუცილებელი წინაპირობაა.

Related Articles

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები