COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი თანამშრომლები კომპანიისთვის ბევრს ნიშნავს. ისინი ნაკლებად ინფიცირდებიან ვირუსით და შესაბამისად ადამიანური რესურსების მართვას აადვილებენ. ვაქცინირებული თანამშრომლების რიცხვის ზრდასთან ერთად მცირდება კომპანიის დანახარჯები და მართვის პრობლემები მცირდება. აღნიშნული, კი თავის მხრივ პირდაპირ აისახება კომპანიის ხარჯების შემცირებასა და მომგებიანობაზე. გარდა ამისა, ვაქცინირებული თანამშრომლები, რომელთაც კლიენტებთან აქვთ შეხება, მათთვის ნაკლებ პრობლემას წარმოადგენენ.
ამაზონმა, თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესის დასაჩქარებლად შეიმუშავა საკმაოდ მიმზიდველი პროგრამა „Max your Vax”, რაც გულისხმობს 18 პრიზის გათამაშებას. პრიზების ჯამური ღირებულება დაახლოებით 2,000,000 დოლარია.
რა პრიზები დააწესა კომპანიამ?
გათამაშდება ორი ფულადი პრიზი 500,000 აშშ დოლარის ოდენობით, ექვსჯერ 100,000 აშშ დოლარი, ხუთი ახალი მანქანა და ხუთი შვებულების პაკეტი.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ წინა ხაზის თანამშრომლებს, მათ ვისაც პიპრდაპირი შეხება აქვთ მომხმარებლებთან. მათ შორის არიან, საწყობის და ლოგისტიკის თანამშრომლები, Amazon Fresh სასურსათო მაღაზიებში საათობრივად მომუშავეები, Amazon Web Service მონაცემთა ცენტრების და Whole Food Market-ის თანამშრომლები.
ამაზონი ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვას თანამშრომლებს არ ავალდებულებს. ამის საპირისპიროდ, კომპანია ცდილობთ თანამშრომლებს შეუქმნას დამატებითი მოტივაცია, რომ იყვნენ აცრილები COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით. აღნიშნული მიდგომა შესაძლოა გამოწვეული იყოს იმით, რომ კომპანიას არ სურს თანამშრომლების დაკარგვა, რადგან უკვე საკმაოდ მაღალი თანამშრომლების ბრუნვის მაჩვენებელი აქვს.
რას ემსახურება ამაზონის რბილი მიდგომა თანამშრომლების მიმართ?
ამაზონი უკვე დიდი ხანია იმყოფება დაკვირვების ქვეშ იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ექცევა თანამშრომლებს. წლების განმავლობაში, ფირმას სულ უფრო მეტად ადანაშაულებენ დასაქმებულთათვის მკაცრი და ინტენსიური მეთვალყურეობის დაწესებაში, რომელიც შესაძლოა არ იყოს თანხვედრაში ადამიანის ძირითად უფლებებსა და უსაფრთხოების წესებთან.
გასულ მაისში, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამაზონი მძღოლებს ავალებდა გამოერთოთ ავტომობილის მართვის დროს უსაფრთხოების აპლიკაცია, რათა მათ შეძლებოდათ გეგმების შესრულება მეტი მიწოდების განხორციელების გზით. ანუ, კომპანია მოგების გაზრდის მიზნით, საკუთარი თანამშრომლების უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა.
რა მიდგომა აქვთ სხვა კომპანიებს?
ისეთმა ცნობილმა კომპანიებმა როგორებიც არიან Disney და Walmart, ვაქცინაცია აქციეს კომპანიაში მუშაობის წინაპირობად, მაგრამ ამაზონი კვლავ თავისუფალ არჩევანს უტოვებს თანამშრომლებს და ვაქცინირებული თანამშრომლები რიცხვის გაზრდას სხვადასხვა წამახალისებელი ღონისძიებებით აპირებს.
შესაძლოა ეს ნაბიჯი მიუთითებდეს იმაზე, რომ ამაზონი სამომავლოდ აპირებს თანამშრომელთა მიმართ უფრო მეტად ჰუმანური მიდგომები აირჩიოს. აღნიშნული კი, ხელს შეუწყობს კომპანიის შესახებ ბოლო დროს გავრცელებული უარყოფითი განწყობების შეცვლას. ამასთანავე, სავარაუდოდ თანამშრომლებსაც უფრო ნაკლებად ექნებათ სურვილი დატოვონ კომპანია.



