სახლების ონლაინ გაქირავების პლატფორმა Airbnb-ის მიერ გაკეთებული განცხადებით, კომპანია 20,000 ავღანელ ლტოლვილს მისცემს საშუალებას დროებით მიიღონ თავშესაფარი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა:
ეს ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი ჰუმანიტარული კრიზისის საპასუხოდ. ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ ვუპასუხოთ მსოფლიოს გამოწვევას“
აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან ჩესკიმ დაამატა: “ვიმედოვნებ, რომ ეს შთააგონებს სხვა ბიზნეს ლიდერებსაც იგივე გააკეთონ. დრო არ არის დასაკარგი.”
ათიათასობით ავღანელი ლტოლვილი გადასახლდა მთელს მსოფლიოში, სადაც ისინი ახალი ცხოვრებას დაიწყებენ. მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ახლა არის არამარტო თავშესაფრის მოძებნა არამედ თბილი მიღება. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ის იმედოვნებს, რომ 20,000 ლტოლვილისთვის, Airbnb-ის საზოგადოება ერთად დადგება და მისცემს მათ დროებით თავშესაფარს.
შეთავაზების პროცესი უკვე დაწყებულია და კომპანია ელოდება სახლების მფლობელების გამოხმაურებას. ის ასევე მუშაობს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა დროულად გაიცეს დახმარება ყველაზე აქტუალური საჭიროებებისათვის.
Airbnb თავად აპირებს დაფაროს ლტოლვილთა თავშესაფრის ხარჯები, თუმცა მასპინძლებს, სახლების მფლობელებს, მოუწოდებენ რომ იყვნენ ხელგაშლილები და მათ თავისი წვლილი შეიტანონ ამ ჰუმანიტარული მისიის განხორციელებაში.
კომპანიამ თქვა, რომ ბინების ქირაობის ღირებულება დაფინანსდება Airbnb-ის ასევე Airbnb.org-ის ლტოლვილთა ფონდის შემოწირულობებით, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ თუ რა რა თანხის დახარჯვას აპირებენ ახალ ინიციატივაზე ან რამდენ ხანს იქნება ლტოლვილების განთავსება შესაძლებელი.
Airbnb, მალე გამოაქვეყნებს უფრო მეტ დეტალებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დაეხმაროს ხალხი კომპანიას და ლტოლვილებს.
Airbnb-ის წინა კამპანიები
უძრავი ქონების მფლობელებს, რომლებიც მასპინძლობენ სტუმრებს Airbnb-ის პლატფორმის საშუალებით, დიდი ხანია იღებენ კომპანიისგან მოწოდებებს თავიანთ სახლებში დროებით უმასპინძლონ “კრიზისში მყოფ ადამიანებს”.
კამპანია, პირველად დაიწყო ქარიშხალ სენდის საპასუხოდ 2012 წელს, როდესაც ნიუ-იორკის დაზარალების შემდეგ 1000-ზე მეტ ადამიანს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა თავშესაფარი. კომპანიის განცხადებით, პლატფორმა მას შემდეგ 75,000-ზე მეტ ადამიანს დაეხმარა.
კომპანიამ, 2017 წელს წამოიწყო „ღია სახლების“ ინიციატივა, იმისათვის, რომ მისცეს მასპინძელ საზოგადოებას უფასოდ შესთავაზონ თავიანთი სახლები კატასტროფის შედეგად დაზარალებულებს ან კონფლიქტს გაქცეულ ადამიანებს. ინიციატივამ მას შემდეგ უფასო თავშესაფარი შესთავაზა მეხიკოში მიწისძვრის, კალიფორნიის ტყის ხანძრების, ავსტრალიის ხანძრებისა და სხვა კატასტროფების შედეგად დაზარალებულებს.
აღნიშნული პროგრამების განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა Airbnb-ის მიერ შექმნილმა საკუთარმა დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ Airbnb.org, რომელიც ფონდს შემოწირულობებითაც ავსებს.
ავღანეთის კრიზისი
შეგახსენებთ, რომ თალიბანმა ძალაუფლება ავღანეთში ერთ კვირაში აიღო, მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თითქმის ოც წლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ ჯარები უკან გამოიყვანა. 14 აგვისტოდან აშშ-მ 58,000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა ქვეყნის დედაქალაქიდან, ქაბულიდან, რომელიც ამავდროულად ავღანეთის ყველაზე დიდი ქალაქია.
ევროკავშირმა სამშაბათს გამოაცხადა, რომ 175 მილიონი აშშ დოლარით გაუზრდის ავღანეთს გაუზრდის ჰუმანიტარულ დახმარებას. ასევე უახლოეს დღეებში, აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი შეხვდება ევროპელ მოკავშირეებს G7 ვირტუალურ სამიტზე. CNN იტყობინება, რომ საერთაშორისო ლიდერები სავარაუდოდ მოუწოდებენ ბაიდენს შეანელონ აშშ-ს ჯარების ავღანეთიდან გამოყვანა და მეტ ადამიანს მისცენ საშუალება დროულად დატოვონ ავღანეთი, მაგრამ ბაიდენი ჯერ არაფერზე დათანხმებულა.



