4.8 C
Tbilisi
02/03/2026
spot_img

Xiaomi მსოფლიოს რამდენიმე რეგიონში ტელეფონებს ბლოკავს

Xiaomi ელექტროტექნიკის მწარმოებელი ჩინური კერძო კომპანიაა, რომელიც 2010 წელს დაარსდა. კომპანიამ 2011 წელს პირველი სმარტფონი გამოუშვა და ჩინეთის ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. Xiaomi, დღეს, მსოფლიოში სმარტფონების მესამე უდიდესი მწარმოებელია.

კომპანიას ოფიციალური წარმომადგენლობა არ აქვს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში. თუმცა Xiaomi-ის პროდუქციის იმპორტი ასეთ ქვეყნებში ნებადართულია. იმპორტიორებს შეუძლიათ ისეთ ქვეყნებში სადაც კომპანიას ოფიციალური წარმომადგენლობა არ აქვთ მაინც შეიტანონ და გაყიდონ სმარტფონები. თუმცა, ეს შესაძლებლობა არ ეხება კუბას, ირანს, სირიას, ჩრდილოეთ კორეას, სუდანს და ყირიმის რეგიონს.

მიუხედავად იმისა, რომ Xiaomi–ის საექსპორტო პოლიტიკა ადრეც კრძალავდა სმარტფონების გაყიდვას ზემოხსენებულ რეგიონებში, კომპანიამ ამ რეგიონებში იმპორტირებული მისი მოწყობილობები თავდაპირველად ამ დაბლოკა. მოგვიანებით კი Xiaomi-მ აამოქმედა საკუთარი ექსპორტის პოლიტიკა და სმარტფონების მფლობელებს დაუბლოკა მოწყობილობები.

იმ მომხმარებლების ეკრანებზე, რომლებიც ზემოხსენებულ რეგიონებში სარგებლობდნენ Xiaomi-ს სმარტფონებით, მოულოდნელად გამოჩნდა შეტყობინება რომ მათი ტელეფონი დაბლოკილია.

Xiaomi-ის პოლიტიკით პროდუქციის მიწოდება ტერიტორიაზე, სადაც მისი გააქტიურება სცადეთ შეზღუდულია. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თქვენს მომწოდებელს.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ტელეფონები მხოლოდ იმ შემთხვევაში იბლოკება თუ გააქტიურებულია ზემოხსენებულ რეგიონებში. შესაძლოა მობილური მოწყობილობა არ დაიბლოკოს მაშინ, თუ იყენებთ აკრძალულ რეგიონში მაგრამ მისი გააქტიურება მოხდა სხვაგან სადაც კომპანიის შეზღუდვები არ ვრცელდება.

ცნობილია, რომ არსებობს Xiaomi-ისგან დაწესებული შეზღუდვაზე გვერდის ავლის გზა. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი ჩაიწერს ROM-ს. ROM არის მოდიფიცირებული საოპერაციო სისტემა, რომელიც მუშაობს ანდროიდის ტელეფონებზე.

შესაბამისად, მომხმარებელი, შეზღუდულ რეგიონებში, ვერ გამოიყენებს იმ საოპერაციო სისტემას, რაც ტელეფონს ოფიციალურად მოჰყვება, თუმცა ალტერნატიული საოპერაციო სისტემის გამოყენებით ისინი შეძლებენ შეინარჩუნონ შეძენილი მობილური ტელეფონები.

Related Articles

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები