4.8 C
Tbilisi
02/03/2026
spot_img

6 სიახლე რასაც TESLA მომხმარებლებს სთავაზობს

TESLA-მ საახალწლოდ საკუთარ მომხმარებლებს ახალი პროგრამული უზრუნველყოფა შესთავაზა, რაც გულისხმობს ავტომობილისთვის ახალი ფუნქციების დამატებას. ზოგიერთი განახლება  მეტად სასარგებლოა და მართვას უფრო მეტად უსაფრთხოს ხდის, ხოლო რამდენიმე მათგანი ძირითადად გართობაზეა ორიენტირებული.

TESLA უკვე დიდი ხანია საახალწლოდ ახორციელებს პროგრამული უზრუნველყოფის განახლებებს ავტომობილების მფლობელებისთვის. 2021 წლის განახლება კი უკვე სულ მალე იქნება ხელმისაწვდომი.  

1. ხშირად გამოყენებადი აპლიკაციების დალაგება

პირველი რაც მომხმარებლების ინტერფეისს დაემატა ეს არის ხშირად გამოყენებადი აპლიკაციების ეკრანის მოსახერხებელ ადგილზე განთავსება. TESLA-ს მფლობელებს აღარ მოუწევთ მათთვის სასურველი აპლიკაციების ძებნა თითოეულ ჯერზე, რაც ავტომობილის მართვის დროს არც თუ ისე უსაფრთხოა. შედეგად, გამარტივდება წვდომა ისეთ აპლიკაციებზე როგორებიცაა: ნავიგაცია, მედია, საქარე მინის საწმენდი და ა.შ.

2. კამერის ავტომატური გადართვა უხილავ კუთხეზე

ერთ-ერთი გამოსადეგი ცვლილება არის მოხვევის დროს ავტომობილის კამერის წვდომა ისეთ კუთხეზე, რომელსაც მძღოლი ვერ ხედავს. მოხვევის მაჩვენებლის ჩართვისთანავე კამერა ავტომატურად გადაერთვება იმ მიმართულებაზე რომელიც გვერდითა სარკეში კარგად არ ჩანს. ეს ფუნქცია უკვე დიდი ხანია აქვთ Kia-ს, Hyundai-ს და Genesis-ის მაღალი კლასის მოდელებს და ის ძალიან სასარგებლოა.

3. მუსიკის შესაბამისი განათება

ავტომობილს დაემატა კიდევ ერთი განათებებთან დაკავშირებული ფუნქცია. განათების სისტემა ავტომატურად რეაგირებს ავტომობილში გაჟღერებული მუსიკის შესაბამისად, რაც უფრო მეტად გასართობ საშუალებაა ვიდრე მძღოლის კომფორტზე ორიენტირებული განახლება.

TESLA-ს განათებების შოუ

4. ნავიგაციის გამარტივება

Tesla ასევე საშუალებას მოგცემთ ნავიგაციის აპლიკაციაში მარტივად შეცვალოთ თქვენი საგზაო მარშრუტი დანიშნულების ადგილის ამოკლებით ან დამატებით. ამ შემთხვევაში მგზავრობის სავარაუდო დროც ავტომატურად გადაანგარიშდება.

5. სალონის კლიმატის წინასწარი კონტროლი

კიდევ ერთი ღირებული ფუნქციაა სალონის კლიმატის წინასწარი კონტროლის რეჟიმი. ბევრ მძღოლს დისკომფორტს უქმნის სიცივეში ან სიცხეში ავტომობილის მართვის დაწყება, სალონში არსებული გაუსაძლისი ტემპერატურის გამო. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ გააგრილოთ ან გაათბოთ ავტომობილი მგზავრობის დაწყებამდე და უფრო კომფორტული გახადოთ ავტომობილის მართვა, როგორც თქვენთვის ასევე თქვენი მგზავრებისთვის.  ამასთან ერთად, ავტომატურად რეგულირდება სავარძლების გამათბობლები და ტემპერატურა იცვლება სალონში არსებული ტემპერატურის მიხედვით.

6. TIKTOK-ის დამატება

ნაკლებად სერიოზულ განახლებად შეიძლება მივიჩნიოთ პროგრამისთვის TikTok_ის აპლიკაციის დამატება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მომხმარებლები შეძლებენ TikTok-ის აპლიკაციით სარგებლობას მაშინ როდესაც ავტომობილი გაჩერებული იქნება. თუ აღნიშნული სოციალური ქსელის მომხმარებელი არ ხართ ეს განახლება თქვენთვის ფასეული არც იქნება.

Related Articles

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები