4.8 C
Tbilisi
02/03/2026
spot_img

8 სტადიონი რომელზეც კატარის 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება

ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის 2022 წელი განსაკუთრებულია, იმ უბრალო მმიზეზის გამო რომ ამ წელს ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება.

ტურნირს წლის ბოლოს მასპინძლობს კატარი რამდენიმე მიზეზის გამო კატარის მსოფლიოს ჩემპიონატი სხვა მუნდიალებისგან განსხვავებულია. ტურნირი დაიწყება 21 ნოემბერს და დასრულდება 18 დეკემბერს.

ჩატარდება 8 ახლად აშენებულ სტადიონზე რომლებიც ერთმანეთთან ძალიან ახლოს მდებარეობენ. ყველა სტადიონი 75 კილომეტრის რადიუსშია, შესაბამისად ფეხბურთელებისა და მაყურებლებისთვის არ გახდება საჭირო ბევრი მოგზაურობა და შიდა ფრენები. სწორედ ამ მიზეზის გამო ეს ტურნირი ეკოლოგიურად სუფთა იქნება.

ქვემოთ წარმოგიდგენთ რვა სტადიონს რომლებიც მუნდიალის მატჩებს უმასპინძლებენ.

სტადიონები

Lusail Stadium

მდებარეობა: ლუსაილი

ტევადობა: 80,000

აღნიშნული სტადიონი 2019 წელს აშენდა, ამ სტადიონზე გაიმართება ფინალური მატჩი 2022 წლის 18 დეკემბერს.

Al BAYT Stadium

მდებარეობა: ალ ხორი

ტევადობა: 60,000

Al Janoub Stadium

მდებარეობა: ალ ვაკრა

ტევადობა: 40,000

Ajmad Bin Ali Stadium

მდებარეობა: ალ რაიანი

ტევადობა: 40,000

Khalifa International Stadium

მდებარეობა: დოჰა

ტევადობა: 40,000

Education City

მდებარეობა: დოჰა

ტევადობა: 40,000

Stadium 974

მდებარეობა: რას აბუ აბუ

ტევადობა: 40,000

რიცხვი 974, რაც სტადიონის დასახელებაშია გამოყენებული კატარის საერთაშორისო სატელეფონო ინდექსია. ასევე, სტადიონის მშენებლობის დროს გამოყენებულია 974  კონტეინერი, რაც გააადვილებს მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების შემდგომ სტადიონის დემონტაჟს.

AL Thumama Stadium

მდებარეობა: Doha

ტევადობა: 40,000

ბოლო სიახლეები:

Related Articles

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები