4.8 C
Tbilisi
02/03/2026
spot_img

არსენალის ფეხბურთელმა გრანიტ ჯაკამ ტოტალიზატორში ფსონი სავარაუდოდ საკუთარ ქმედებაზე განათავსა

ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ადასტურებს, რომ დაიწყო გამოძიება არსენალის ფეხბურთელის გარშემო ტოტალიზატორში განთავსებულ საეჭვო ფსონთან დაკავშირებით.

Granit Xhaka-ს მიერ ყვითელი ბარათის მიღებაზე ერთ-ერთ ტოტალიზატორში 65,000 გირვანქა სტერლინგის ფსონი განთავსდა (დაახლოებით 90,000 აშშ დოლარი). ფეხბურთელის ქმედება საეჭვოდ მიიჩნიეს და გამოსაძიებლად ფეხბურთის ასოციაციას აცნობეს.

თუ არსენალის მოთამაშეს დამნაშავედ ცნობენ ყვითელი ბარათის განზრახ მიღებაში, რასაც მოჰყვა მისი ან მასთან დაკავშირებული პირების მიერ ფინანსური სარგებლის მიღება, მაშინ მას უმკაცრესი ფინანსური სანქციები ელის.

როდესაც არსენალის ფეხბურთელმა ყვითელი მიიღო არსენალი 4:1-ს იგებდა. ფეხბურთელი 85-ე წუთზე არ ჩქარობდა საჯარიმო დარტყმის შესრულებას, მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდელები კარგად ეხსნებოდნენ და ბურთის გადაცემის რამდენიმე შესანიშნავი ვარიანტიც ჰქონდა.

Related Articles

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები