Instagram დღეიდან ნერგავს Story-ს უფრო მარტივ მოწონების ფუნქციას, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გამოხატონ მოწონების რეაქცია სხვების Story-ზე მათთვის პირადი შეტყობინების (DM) გაგზავნის გარეშე.
ახალი ფუნქცია მომხმარებლების გამოცდილებას უფრო მოსახერხებელს გახდის. ხშირად შესაძლოა Instagram-ის Story-ს მოწონება ზუსტად იმ მიზეზით გადაგიფიქრებიათ, რომ აღნიშნულის შესახებ ადრესატს პირდაპირ პირად მიმოწერაში მისდიოდა შეტყობინება. ასევე, თქვენთვისაც ალბათ ნაკლებად კომფორტული იყო თითოეული მოწონების შეტყობინების სახით მიღება.
სიახლე, რეგიონების მიხედვით თანდათანობით გამოჩნდება. მას შემდეგ რაც განახლება თქვენამდე მოაღწევს, Story-ს ნახვისას გამოგიჩნდებათ გულის ნიშანი, რომელიც განთავსებული იქნება შეტყობინების გაგზავნის ველსა და ქაღალდის თვითმფრინავის ნიშანს შორის.

ახალი გულის ნიშნის საშუალებით, თქვენ გექნებათ საშუალება მოიწონოთ Story ზედმეტი პირადი შეტყობინებების გაგზავნის და ინტერაქციის გარეშე.



