Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, 2021 წლის ნოემბერში, Tesla-ს 5,044,000 ცალი აქცია, რომლის ღირებულება დაახლოებით 5.7 მილიარდი აშშ დოლარია საქველმოქმედო ფონდს შესწირა. მართალია არ დასახელებულა საქველმოქმედო ფონდის დასახელება ან საქველმოქმედო მიზნები თუმცა არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამასთან (WFP – World Food Programme).
CNN Business-მა 26 ოქტომბერს დაწერა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორის დევიდ ბისლის განცხადებით, ილონ მასკის ქონების 2% საკმარისია მსოფლიოში შიმშილის პრობლემის გადასაჭრელად.
აღნიშნულ საკითხზე გაკეთებულ კომენტარს ილონ მასკი Twittwer-ზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ მას მსოფლიოს სასურსათო პროგრამის წარმომადგენლები დაუსაბუთებენ, როგორ შეიძლება 6 მილიარდი დოლარით მსოფლიოში შიმშილის პრობლემის მოგვარება, დაუყოვნებლივ გაყიდის Tesla-ს აქციებს და დაეხმარება მათ მიზნის მიღწევაში.
If WFP can describe on this Twitter thread exactly how $6B will solve world hunger, I will sell Tesla stock right now and do it.
— Elon Musk (@elonmusk) October 31, 2021
ამ განცხადებიდან დიდი ხანი ნამდვილად არ იყოს გასული როდესაც ილონ მასკმა 5.7 მილიარდი დოლარის ღირებულების ქველმოქმედება განახორციელა. სწორედ ეს გვაფიქრებინებს, რომ ილონ მასკი მსოფლიოში შიმშილის პრობლემის მოგვარებას ცდილობს.
შეგახსენებთ, რომ ილონ მასკი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანია და მისი ქონება 200 მილიარდ დოლარზე მეტად არის შეფასებული.



