2.8 C
Tbilisi
02/03/2026
spot_img

კომპანია Eskom-ის ორიგინალური რეკლამა

Eskom სამხრეთ აფრიკული ელექტროენერგიის მწარმოებელი და მიმწოდებელი კომპანიაა, რომელმაც ბილბორდზე ორიგინალური და კარგად დასამახსოვრებელი რეკლამა განათავსა. კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ ელექტროენერგია ჭკვიანურად გამოიყენონ რასაც საკუთარი მაგალითით უკეთებენ დემონსტრირებას.

ბილბორდი ღამე მართლაც ორიგინალურია, თუმცა დღის განმავლობაში მნახველებისთვის შესაძლოა ცოტა დამაბნეველიც კი იყოს, თუ რატომ არის უდიდეს თეთრ ბილბორდზე წარწერისთვის ათვისებული მხოლოდ მცირე ნაწილი.

ამასთანავე, საინტერესოა, სრულად განათებული ბილბორდების გამო, სხვა კომპანიები თუ გრძნობენ სოციალურ პასუხისმგებლობას, Eskom-ის მოწოდების ფონზე.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის ღირებულებებში პირველ ადგილზე სწორედ გარემოსთვის ნაკლები ზიანის მიყენება წერია, რისი პოპულარიზაციაც ძალიან კარგად გამოუვიდათ.

სარეკლამო კამპანია 10 წელზე მეტი ხნის არის, თუმცა იმდენად ორიგინალურია, რომ აქტუალობას არ კარგავს.

Related Articles

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები