5.8 C
Tbilisi
02/03/2026
spot_img

[VID] ახალზელანდიელმა ფეხბურთელმა, ერთ მატჩში, 3 ავტოგოლი გაიტანა

ახალი ზელანდიის ცენტრალურმა მცველმა,  მეიკაილა მურმა, 31 წუთში სამი გოლი გაიტანა, თუმცა არა მოწინააღმდეგეთა კარში. ეს ყველაფერი, ქალთა საფეხბურთო ნაკრებების საერთაშორისო, 4 გუნდიან ტურნირზე, SheBelieves Cup-ზე მოხდა. ახალი ზელანდიის ნაკრები აშშ-ს დაუპირისპირდა და საბოლოო ანგარიში 5:0 დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ უიღბლო ფეხბურთელმა პირველივე ტაიმში იდეალური ჰეთთრიკი შეასრულა: მარცხენა ფეხით, მარჯვენა ფეხით და თავით.

ცხადია, ის იმედგაცრუებულია, მაგრამ ის კარგი ადამიანი და მოთამაშეა, რომელიც ნაკრებს ეკუთვნის. ჩვენ მას ყველანი გვერდში ვუდგავართ ამ რთულ მომენტში.

– ახალი ზელანდიის მწვრთნელი, ჯიტკა კლიმკოვა

მური, ლივერპულის 25 წლის მცველია. ის 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალი ზელანდიის ნაკრების სიაში იყო, თუმცა მოედანზე არ გამოჩენილა. შემდეგი, 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი კი ტრავმის გამო გამოტოვა. უკანასკნელ მატჩი მისთვის რიგით 50-ე იყო და მე-40 წუთზე, რომ არ შეეცვალათ შესაძლოა ყველა დროის რეკორდი დაემყარებინა.

აღსანიშნავია, რომ მან სამიდან ორი გოლი 82 წამში გაიტანა, რაც აქამდე არცერთ ფეხბურთელს გაუკეთებია.

2022 წლის SheBelieves Cup-ის წარმდგენია VISA, სადაც მონაწილეობას სულ ოთხი ნაკრები იღებს, ესენია: აშშ, ჩეხეთი, ისლანდია და ახალი ზელანდია. ტურნირის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანია, გოგონებს მისცენ შთაგონება და გააძლიერონ სპორტის სფეროში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი რამ კაცების ფეხბურთშიც მოხდა. 1994-95 წლების ბელგიის უმაღლეს ლიგაში სტან ვან დე ბაისმა, რომელიც ბეერსხოტში თამაშობდა ანდერლეხტის წინააღმდეგ 3 გოლი საკუთარ კარში გაიტანა. ის მატჩი ანდერლეხტმა 3:2 მოიგო.

Related Articles

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები