4.8 C
Tbilisi
02/03/2026
spot_img

რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ჩამონათვალი

24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო იერიში ერთდროულად უკრაინის რამდენიმე ქალაქზე განახორციელა. მათი საბოლოო სამიზნე კი დედაქალაქის აღება და სავარაუდოდ ხელისუფლების შეცვლაა. რუსეთი სამხედრო ოპერაციის დასრულებას რამდენიმე საათში ვარაუდობდა, თუმცა უკრაინის არმიის, ასევე უკრაინელი ხალხის მიერ გაწეული წინააღმდეგობის შედეგად მე-7 დღეა რუსეთის დაუნდობელი შეტევები სტრატეგიულ თუ სამოქალაქო ობიექტებზე გრძელდება.

უკრაინელების მიერ გაწეული წინააღმდეგობის კვალდაკვალ ევროკავშირის ქვეყნებმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა განვითარებულმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დააწესა. ქვემოთ მოცემულია უკრაინის მიმართ გამოჩენილი სოლიდარობისა და დახმარებისათვის გადადგმული ნაბიჯების ვრცელი თუმცა არასრული ჩამონათვალი.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი სანქცია ასევე შეეხო ბელორუსიას.

ფინანსური სანქციები

  • PayPal რუსეთში თანხების გაგზავნის და მიღების მომსახურებას აჩერებს;
  • ევროკავშირმა SWIFT-დან გათიშა რამდენიმე მსხვილი ბელორუსული ბანკი;
  • ევროკავშირმა ბელარუსის ცენტრალურ ბანკთან ყველანაირი საქმიანობას შეწყვიტა;
  • ევროკავშირის ბირჟებს აეკრძალათ იმ კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა სადაც ბელარუსის სახელმწიფო ფლობს წილების საკონტროლო პაკეტს;
  • ევროპულ ბანკებში ბელორუსიის მოქალაქეების მიერ განსათავსებელი დეპოზიტების ზედა ზღვარი დაწესდა, რაც შეადგენს 100,000 ევროს;
  • ევროკავშირი კრძალავეს ბელორუსიაში ევროს ბანკნოტების მიწოდებას;
  • ამერიკამ რუსეთიდან ნავთობის და გაზის იმპორტი აკრძალა;
  • ამერიკული Citygroup რუსეთთან საქმიან ურთიერთობას ანელებს. ოპერაციების სრული შეჩერება იგეგმება რუსეთში საკუთარი აქტივების გასხვისებისთანავე;
  • Western Union რუსეთში ოპერაციებს აჩერებს;
  • JP Morgan Chase რუსეთის ბაზრიდან გადის;
  • Goldman Sachs რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს უერთდება;
  • SWIFT – აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ რუსული ბანკები მოხსნა საერთაშორისო გადარიცხვების სისტემა SWIFT-იდან, ხოლო იაპონიამ რამდენიმე მსხვილ რუსულ ბანკს აუკრძალა აღნიშნული სერვისით სარგებლობა;

ევროკავშირმა SWIFT-იდან მოხსნა 7 მსხვილი რუსული ბანკი, ესენია: VTB, Rossiya Bank, Otkritie, Novikombank, Promsvyazbank, VEB და Sovcombank. ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემიდან ჯერ-ჯერობით არ გათიშა Sberbank და Gazprombank იმისათვის, რომ არსებობდეს საშუალება, რუსული გაზის და ნავთობის მიწოდებისთვის დღეისათვის არსებული, დავალიანების გადასახდელად;

  • სანქცირებული ბანკების მიერ გაცემული VISA და MasterCard ბარათებით ტრანზაქციები შეჩერებულია, მათ შორის საქართველოში;
  • რუსეთის ცენტრალური ბანკი: აშშ რუსეთის ფინანსურ ინსტიტუტებს, მათ შორის ცენტრალურ ბანკს, ფინანსური ოპერაციების დოლარში განხორციელების საშუალებას არ აძლევს. იაპონია ზღუდავს ფინანსურ ოპერაციებს რუსეთის ცენტრალურ ბანკთან. რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის გაყინულია საკუთარი საერთაშორისო სარეზერვო ფონდის 50% რაც დაახლოებით 650 მილიარდ დოლარს შეადგენს;
  • აშშ-მ რუსეთის მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი დაბლოკა;
  • ბრიტანეთმა რუსეთის უდიდეს ბანკს, Sberbank- აუკრძალა ოპერაციების ბრიტანულ სტერლინგში განხორციელება;
  • ბრიტანეთი სამ მსხვილ ბანკს სრულად უყინავს აქტივებს. ეს ბანკებია: VTB, Otkritie, Sovcombank და VEB. აღნიშნულ ბანკებს, ასევე ეკრძალებათ რაიმე სახის დაფინანსების მიღება ბრიტანეთში;
  • ბრიტანეთის მიერ იგეგმება ყველა რუსული ბანკის აქტივების გაყინვა;
  • MasterCard-მა რუსეთში ტრანზაქციები დაბლოკა;
  • რუსული მსხვილი კომპანიები და სახელმწიფო ვეღარ მიიღებს დაფინანსებას ბრიტანეთში არსებული ფინანსური წყაროებიდან;
  • რუსებისთვის ბრიტანეთმა დააწესა ლიმიტები ბრიტანულ ბანკებში დეპოზიტების განთავსებაზე;
  • კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმა cex.io აჩერებს რუსი მომხმარებლების რეგისტრაციებს.
  • თიბისი ბანკი რუსეთის მოქალაქეებისთვის ანგარიშებს აღარ გახსნის, ხოლო საქართველოს ბანკი რუსეთის მოქალაქეებს ანგარშს გაუხსნის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი რუსეთის წინააღმდეგ რამდენიმე პუნქტიან განაცხადს მოაწერენ ხელს.

ეკონომიკური სანქციები

  • საჰაერო სივრცე რუსეთისთვის ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, აშშ-მ და კანადამ დახურეს;
  • იაპონია რუსული სამხედრო ორგანიზაციებისთვის ექსპორტს კრძალავს;
  • ახალი ზელანდია რუსულ სამხედრო და უსაფრთხოების ორგანიზაციებთან დაკავშირებულ კომპანიებზე ექსპორტს აღარ განახორციელებს;
  • ტაივანმა რუსეთს მიკრო ჩიპების მიწოდება შეუჩერა;
  • აშშ აჩერებს ისეთი ტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტს რუსეთში რაც რუსეთს დაეხმარება სამხედრო შეიარაღების გაუმჯობესებაში. ესეთი პროდუქტებია: ნახევარგამტარები, სატელეკომუნიკაციო საშუალებები, დაშიფვრის მექანიზმები, ლაზერები, სენსორები, სანავიგაციო სისტემები და საზღვაო ტექნოლოგიები; ბრიტანეთი გეგმავს, რომ იგივე სანქციებს შეუერთდეს.
  • ბრიტანეთმა სანქციები ასევე დაუწესა რუსულ ავიაკომპანია Aeroflot-;
  • უდიდესი ავიალაინერების მწარმოებელი კომპანიები Boeing და Airbus აჩერებენ მომსახურებას რუსეთის საკუთრებაში არსებულ ხომალდებზე. კომპანიები რუსეთს აღარ მიაწვდიან სათადარიგო ნაწილებს;
  • ერთ-ერთი უმსხვილესი დანიური საზღვაო გადამზიდი კომპანია Maersk რუსეთის მიმართულებით გადაზიდვებს აჩერებს;
  • BP და Exxon Mobile გავიდა ყველა მსხვილი პროექტიდან;
  • Shell აჩერებს 3 მილიარდი დოლარის პროექტებს და თანამშრომლობას რუსეთთან;
  • აშშ-ს შტატების ნაწილი, კანადა და ფინეთი რუსული წარმოების ალკოჰოლურ სასმელზე, კერძოდ კი არაყზე ემბარგოს აწესებს, ხოლო უკვე არსებულ მარაგებს სავაჭრო ობიექტების დახლებიდან აიღებს;
  • General Motors და Harley-Davidson რუსეთის ბაზრის მომარაგებაზე უარს ამბობენ;
  • რუსეთის ბაზარს ავტომობილებს დროებით აღარ მიაწვდიან: Volkswagen, BMW, Skoda, Audit, Porsche, Volvo, Jaguar, Land Rover, Chevrolet, Cadillac, Ford, Nissan, Honda, Subaru, Lamborghini და Ferrari. Mazda წყვეტს ავტონაწილების მიწოდებას, ხოლო BMW და Toyota რუსეთში აჩერებენ საწარმოო პროცესს; Daimler და Mercedes-Benz Group ყიდიან საკუთარ წილს Kamaz-ში.
  • Sony, Warner Bros, Disney და Marvel რუსეთში პრემიერებს გარკვეული პერიოდი აღარ გამართავენ;
  • Twitter რუს მომხმარებლებისთვის რეგისტრაციებს აჩერებს;
  • გერმანიამ ლიცენზირება შეუჩერა წყალქვეშა ბუნებრივი აირის სადენს Nord Stream 2-. პროექტი გერმანიის, უკრაინის გვერდის ავლით, ბუნებრივი აირით მომარაგებისთვის იყო აშენებული;
  • UPS და FedEx რუსეთში მომსახურებას აჩერებენ;
  • კანადამ რუსეთიდან ნავთობის იმპორტი აკრძალა;
  • ევროკომისია, მდიდარი რუსებისთვის, განხორციელებული ინვესტიციების სანაცვლოდ მოქალაქეობის მინიჭების მექანიზმს აჩერებს;
  • Nokia წყვეტს საკუთარი პროდუქციის მიწოდებას რუსული ბაზრისთვის;
  • Apple აჩერებს ყველა სახის პროდუქტის რეალიზაციას რუსეთში;
  • Adidas-მა შეწყვიტა თანამშრომლობა რუსეთის ფეხბურთის ფედერაციასთან;
  • Lenovo რუსეთის ბაზრიდან გადის და ასევე ყველა მომსახურებას აჩერებს;
  • Ikea რუსეთსა და ბელორუსიაში ყველანაირ საქმიანობას წყვეტს, რაც 15,000 დასაქმებულს შეეხო;
  • Dell რუსეთის ბაზარს პროდუქციას აღარ მიაწოდებს;
  • Ericsson აჩერებს ოპერაციებს რუსეთში;
  • Luis Vuitton და Hermes,  რუსეთში მაღაზიებს ხურავენ;
  • Hugo Boss-მა რუსეთში ყველა მაღაზია დროებით დახურა. ასევე შეაჩერეს ონლაინ გაყიდვები. კომპანიისთვის რუსეთის და უკრაინის ბაზარი მათი მთლიანი შემოსავლების დაახლოებით 3%-ს შეადგენს.
  • Fast Retailing (Uniqlo): იაპონური ბრენდი თავდაპირველად აცხადებდა, რომ რუსეთის ბაზარზე რჩება და საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. თუმცა, მოგვიანებით მომხმარებლებისგან დიდი პროტესტი მიიღეს. რამდენიმე დღეში მათ გააკეთეს განცხადება, რომ რიგი სირთულეების გამო რუსეთში დროებით Uniqlo-ს მაღაზიებს ხურავენ. კომპანიამ, უკრაინის დასახმარებლად 10 მილიონი დოლარი გამოყო.
  • Turkish Airlines რუსეთის მმოქალაქეებისთვის ფრენებს ზღუდავს;
  • Pegasus რუსეთის მიმართულებით და რუსეთიდან ყველა ფრენას აუქმებს;
  • H&M აჩერებს გაყიდვებს რუსეთში;
  • KLM და Lufthansa რუსეთში ფრენებს აღარ განახორციელებს;
  • JYSK ხურავს 13 მაღაზას რუსეთში;
  • HP, Panasonic, Canon, Fujitsu, Toshiba, Xerox, IBM, Cisco, Samsung, Intel, AMD, Oracle, SAP, Huawei ზღუდავენ ოპერაციებს რუსეთთან;
  • Microsoft რუსეთში ახალ გაყიდვებს და მომსახურებას აღარ განახორციელებს;
  • დიდი ოთხეულის აუდიტრული კომპანიები KPMG და PWC რუსეთის ბაზარს ტოვებენ;
  • Cogent: ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული კომპანია რუსეთს ინტერნეტს აღარ მიაწვდის;
  • McDonalds-მა რუსეთში 850 რესტორანი დროებით დახურა;
  • საათების მწარმოებელი კომპანიები Rolex, Swatch და Richemont რუსეთში სავაჭრო ოპერაციებს აჩერებენ;
  • Starbucks რუსეთში საქმიანობას დროებით აღარ გააგრძელებს. ასევე ზღუდავს საკუთარი პროდუქციის ექსპორტს;
  • Pepsi გამაგრილებელ გაზიან სასმელს რუსეთში აღარ გაყიდის;
  • რუსეთში ინგლისის პრემიერ ლიგის მატჩებს ვეღარ უყურებენ. Premier League წყვეტს ურთიერთობას რუსულ მაუწყებელთან;
  • უმსხვილესი აუდიტორული კომპანიები EY, PwC, Deloitte და KPMG რუსეთის ბაზარს აღარ მოემსახურებიან. აუდიტორული მომსახურება შეწყვიტა ასევე Nexia-მ, ხოლო BDO-ში აცხადებენ, რომ მათ რუსეთში აუდიტორული ქსელი არ ჰქონდათ, თუმცა ისინი რუსულ სახელისუფლებო ორგანიზაციებს, სახელმწიფო საწარმოებს და სანქცირებულ კომპანიებს არ მოემსახურებიან არც ერთ ქვეყანაში;
  • სასტუმროების ქსელმა Hilton-მა მოსკოვის ოფისი დახურა და ახალ ინვესტიციებს ქვეყანაში აღარ განახორციელებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ Hilton-ის 26 სასტუმრო რუსეთში საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. კომპანიამ უკრაინელი ლტოლვილებისთვის საკუთარი სასტუმროების ქსელიდან 1 მილიონი ოთახი/დღე გამოყო.
  • Pink Floyd რუსეთსა და ბელარუსში ელექტრონული მუსიკის პლატფორმებიდან საკუთარ ალბომებს იღებს;

პერსონალური სანქციები

  • ვლადიმერ პუტინს, დიდი ბრიტანეთი, აშშ, ევროკავშირი, შვეიცარია, იაპონია და კანადა აქტივებს უყინავს, თუმცა მას მოგზაურობა აღნიშნული ქვეყნების იურისდიქციებში ჯერ ჯერობით აკრძალული არ აქვს;
  • სერგეი ლავროვს (რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი), დიდი ბრიტანეთი, აშშ, ევროკავშირი, შვეიცარია, იაპონია და კანადა აქტივებს უყინავს, თუმცა მას მოგზაურობა აღნიშნული ქვეყნების იურისდიქციებში ჯერ ჯერობით აკრძალული არ აქვს;
  • სერგეი შოიგუს (რუსეთის თავდაცვის მინისტრი), და რუსეთის უშიშროების სამსახურის (FSB) უფროსს, ალექსანდრ ბორტნიკოვს ეროკავშირის ქვეყნებმა, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ, კანადამ და იაპონიამ აქტივები გაუყინა. ასევე მათ აეკრძალათ ამ ქვეყნებში მოგზაურობა;
  • ვალერი გერასიმოვს (რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი), აშშ-მ, კანადამ და იაპონიამ აქტივები გაუყინა და ამ ქვეყნებში მოგზაურობა აუკრძალა. მას უკრაინის 2014 წლის მოვლენების გამო უკვე ჰქონდა სანქციები დაწესებული ბრიტანეთის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან;
  • რუსეთის პარლამენტი: რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, ვინც მხარი დაუჭირა ლუგანსკის და დონეცკის ოლქების დამოუკიდებლობას, ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, კანადა და ავსტრალია ქონებას უყინავს; აშშ-მ დუმის თავმჯდომარეს სანქციები მანამდე დაუწესა.
  • რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებს ევროკავშირმა, აშშ-მ, შვეიცარიამ, იაპონიამ და კანადამ აქტივები გაუყინეს და აუკრძალეს მათ ქვეყნებში მოგზაურობა. ამავე საბჭოს 8 წევრს ავსტრალიაში მოგზაურობაც აეკრძალა.
  • ბელარუსიის ოფიციალურ სამხედრო, სამთავრობო და სასაზღვრო პირებს, ევროკავშირმა, აშშ-მ და შვეიცარიამ აქტივები გაუყინეს და დაუწესეს მოგზაურობის შეზღუდვები. იგივეს აპირებს იაპონიაც.
  • კირილ შამალოვს, რუსეთის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდელს, რომელმაც იქორწინა ვლადიმერ პუტინის შვილზე, კატარინაზე, დიდმა ბრიტანეთმა აქტივები გაუყინა და აუკრძალა დიდ ბრიტანეთში ჩასვლა.
  • დიმიტრი პესკოვს (რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი), ევროკავშირმა ასევე სანქციები დაუწესა.
  • კრემლთან დაახლოებულ რუსეთის მოქალაქეებს აშშ-ს სანქციები შეეხოთ;
  • რუს ოლიგარქებს, საფრანგეთი და აშშ-მ იახტებს, ძვირადღირებულ ავტომობილებს, უძრავ ქონებას და სხვა ფუფუნების საგნებს ჩამოართმევს;
  • რუსეთის 680 მოქალაქეს და ორგანიზაციას ევროკავშირი სანქციებს უწესებს. მათ შორის არიან: ოლიგარქები, ბიზნესმენები, ნავთობის, საბანკო და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, მთავრობის წევრები, მაღალი სამხედრო თანამდებობის პირები და პროპაგანდისტები. ყველა მათგანს ეკრძალება ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა. ამასთანავე, მათი ყველა აქტივი გაყინულია;
  • ვალერი გერგიევი (რუსი ცნობილი დირიჟორი), გაათავისუფლეს მიუნხენის ფილარმონიის ორკესტრის მთავარი დირიჟორის პოსტიდან, რადგან არ დააფიქსირა პოზიცია აგრესიული სამხედრო ინტერვენციისგან გამიჯვნასთან დაკავშირებით.

საინფორმაციო საშუალებებთან დაკავშირებული სანქციები

  • ევროკავშირის ქვეყნები ბლოკავენ რუსულ პროპაგანდისტულ მედია საშუალებებს;
  • TIK TOK რუსული მედიასაშუალებების RT News-ის და Sputnik-ის მაუწყებლობას ბლოკავს, ასევე რუსეთიდან აჩერებს ახალი ვიდეოების განთავსებას.
  • Netflix ბლოკავს 20 რუსულ არხს;
  • Facebook-მა (Meta) რუსული სამთავრობო მედიასაშუალებებისთვის შეაჩერა სარეკლამო მომსახურება;
  • რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ფედერალური სამსახური Instagram-ს რუსეთში 60 მილიონ მომხმარებელს დაუბლოკავს. 
  • Snapchat აჩერებს სარეკლამო მომსახურებას;
  • Google რამდენიმე პროპაგანდისტული საინფორმაციო საშუალებებისთვის აჩერებს სარეკლამო მომსახურებებს, მათ შორის აკრძალვები შეეხო Youtube-იდან მიღებულ შემოსავლებს.

სპორტთან დაკავშირებული სანქციები

  • FIFA- რუსეთი ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოკვეთა;
  • FIFA და UEFA რუსულ გუნდებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას უკრძალავს;
  • FIBA: კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთს წევრობა შეუჩერა;
  • ვლადიმერ პუტინს, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ საპატიო პრეზიდენტის და ძიუდოს საერთაშორისო ორგანიზაციის საპატიო ელჩის წოდება შეუჩერა;
  • IRB: მსოფლიო რაგბის აღმასრულებელმა კომიტეტმა რუსეთი და რუსული გუნდები მოკვეთა ყველა საერთაშორისო ტურნირიდან. რუსეთის რაგბის ფედერაციას კი მსოფლიო რაბის წევრობა შეუჩერა.
  • FIVB: ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის ეროვნული ნაკრები და გუნდები საერთაშორისო ტურნირებიდან მოხსნა. ამასთანავე, რუსეთში აღარ ჩატარდება ფრენბურთის მსოფლიოს ჩემპიონატი რომელიც აგვისტოში უნდა გამართულიყო;
  • IOC: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციით რუსეთი სრულად არის მოხსნილი სხვა მრავალი სპორტული ღონისძიებიდან. მათ ეკრძალებათ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა ისეთ სპორტის სახეობებში როგორებიც არის: ჰოკეი, სათხილამურო სპორტი, ფიგურული სრიალი, ნიჩბოსნობა, ბადმინტონი, კანოეთი ნიჩბოსნობა, ტრიათლონი და ა.შ;
  • ITF: ჩოგბურთელებს ინდივიდუალურ ATP და დიდი სლემის ტურნირებში მონაწილეობისას ეკრძალებათ რუსეთის დროშის გამოყენება. ამასთანავე, აეკრძალათ საერთაშორისო გუნდურ შეჯიბრებებში მონაწილეობა, მაგ: დევისის თასი.
  • FIDE: ჭადრაკის საერთაშორისო ორგანიზაცია რუსეთს უკრძალავს რუსეთში საერთაშორისო ტურნირების ჩატარებას. ასევე რუსი მოჭადრაკეებს არ ექნებათ საშუალება წარდგნენ რუსეთის დროშით.

დახმარებები უკრაინას

  • WB: მსოფლიო ბანკი უკრაინას 3 მილიარდი დოლარით დაეხმარება, საიდანაც 350 მილიონ დოლარს უკვე რამდენიმე დღეში გადარიცხავს;
  • IMF: საერთაშორისო სავალუტო ფონდი სწრაფ რეჟიმში განიხილავს უკრაინის მოთხოვნას დაფინანსების შესახებ და სავარაუდოდ 2 მილიარდი დოლარით დააფინანსებს;
  • AIR BNB: სახლების გაქირავების მსოფლიოს უდიდესი პლატფორმა, AIR BNB, უკრაინელ ლტოლვილებს, 100,000 საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფს;
  • EU: ევროკავშირი უკრაინას 500 მილიონ ევროს ღირებულების დახმარების პაკეტს სთავაზობს;
  • Starlink უკრაინას უგზავნის სატელიტური ინტერნეტის მისაღებ მოწყობილობებს;
  • კანადა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო იარაღით მოამარაგებს;
  • Mercedes-Benz წითელ ჯვარს, უკრაინის დასახმარებლად, 1 მილიონ ევროს ურიცხავს;
  • Volkswagen-მა, უკრაინიდან დევნილების დასახმარებლად, 1 მილიონი ევრო გამოყო;
  • Skoda უკრაინის დასახმარებლად საქველმოქმედო ფონდში 400,000 ევროს რიცხავს;
  • თურქეთმა უკრაინას საბრძოლო საფრენი აპარატები Bayraktar-ები გადასცა;
  • მოკავშირე ქვეყნები უკრაინას დიდძალი საბრძოლო მასალით ეხმარებიან;
  • Bolt: ესტონური კომპანია უკრაინას 5 მილიონი ევროთი ეხმარება;
  • Google უკრაინას 15 მილიონ დოლარს ურიცხავს;
  • Snapchat-მა უკრაინისთვის 15 მილიონი დოლარი გამოყო;
  • McDonalds-მა საკუთარი თანამშრომლების დახმარების ფონდში უკრაინელების დასახმარებლად 5 მილიონი დოლარი გადარიცხა. კომპანია ასევე აგრძელებს უკრაინაში საკუთარი თანამშრომლებისთვის სრული ხელფასების გადახდას;
  • Fast Retailing (Uniqlo): კომპანიამ 10 მილიონი დოლარი გადარიცხა უკრაინის დასახმარებლად;
  • Hilton: სასტუმროების ქსელმა 1 მილიონი ოთახი/დღე გამოყო უკრაინელი ლტოლვილებისთვის.

უკრაინელებს დახმარებას ქართული კომპანიები და მოქალაქეებიც სთავაზობენ. ქართული კომპანიების არასრული ჩამონათვალი ასეთია: ვისოლ ჯგუფი, კახური ტრადიციული მეღვინეობა, PSP, GPC, ფარმადეპო, ავერსი, ევექსი კლინიკები, არდი, არქი, სილქნეტი, თიბისი, თიბისი დაზღვევა, საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკი, საქართველოს ფოსტა, ბერტა, კამპა, კულა, გეფერინი, ბოდი შოპი, საკონდიტრო მადარტი, ლუკა პოლარე, სახელმწიფო სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და ა.შ.

ამასთანავე, საქართველოს ბანკმა, თიბისი ბანკმა, მთავარმა არხმა, ტელეკომპანია ფორმულამ და საქართველოს პირველმა არხმა შექმნეს საქველმოქმედო ფონდები უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.

Related Articles

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები