5.8 C
Tbilisi
02/03/2026
spot_img

ამერიკული ინტერნეტ პროვაიდერი, Cogent, რუსეთს ინტერნეტის მიწოდებას უზღუდავს

ამერიკული Cogent Communications-ის, ხელმძღვანელის დევიდ შეფერის განცხადებით კომპანია რუსეთს ინტერნეტ სერვისს აღარ მიაწვდის.

Cogent, რომელიც დაფუძნებულია ვაშინგტონში, არის საერთაშორისო ქსელის ნაწილი, სადაც ინტერნეტის მონაცემების მიმოცვლა ხდება. ინტერნეტის მომსახურების სფეროში რუსეთისთვის ეს სიდიდით მეორე კომპანიაა.

აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების გამო მიიღო. საომარ მოქმედებებს ემსხვერპლა ათასობით ადამიანი, ხოლო მილიონზე მეტი უკრაინის მოქალაქე ლტოლვილი გახდა. მათ, უკრაინიდან თავი სხვადასხვა მეზობელ ქვეყნებს შეაფარეს.

დევიდ შეფერის განმარტებით, ამერიკულმა კომპანიამ რუსეთისთვის ინტერნეტ სერვისის მიწოდების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, იმისათვის რომ აღკვეთოს არასასურველი მოსალოდნელი კიბერ შეტევები და ხელი შეუშალოს ოკუპანტი ქვეყნის სასარგებლოდ დეზინფორმაციის გავრცელებას.

თუმცა, მეორეს მხრივ კომპანია გამოთქვამს წუხილს იმის გამო, რომ ინტერნეტის მომხმარებლების დიდ ნაწილს შესაძლებლობა აღარ ექნება მიიღოს ობიექტური ინფორმაცია.

წყარო: Reuters და Washington post

Related Articles

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები