უკრაინაში განვითარებული საომარი მოქმედებების შემდეგ, სიეტლში დაფუძნებული Starbucks განცხადებას არ აკეთებდა და შესაბამისად არ იყო ცნობილი მათი პოზიცია უერთდებოდნენ თუ არა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. ამის გამო კომპანიას ბევრი აკრიტიკებდა.
თუმცა, Starbucks-მა დუმილი დაარღვია და McDonald’s-ის და სხვა უამრავი კომპანიის მსგავსად, რუსეთის ბაზარზე დროებით უარი თქვა.
რუსეთში ამჟამად Starbucks-ის 130 ობიექტი მუშაობს და მათ მიერ გენერირებული შემოსავალი მთლიანი კომპანიის შემოსავლების 1%-ზე ნაკლებს შეადგენს.
ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, მათი ყველა ფილიალი დაკეტილი იქნება, სანამ გრძელდება უკრაინაზე თავდასხმა, თუმცა ისინი იზრუნებენ 2,000 პარტნიორზე რუსეთში, ვინც დამოკიდებულნი იყვნენ მათი ბიზნეს საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებზე.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სხვადასხვა ფონდებში მათ შორის წითელი ჯვრის ფონდში 500,000 აშშ დოლარი გადარიცხა.
რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სრული ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე: სანქციები



