4.8 C
Tbilisi
02/03/2026
spot_img

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II კეტჩუპის წარმოებას იწყებს

95 წლის დედოფალი იწყებს კეტჩუპის და ბარბექიუ სოუსის მაგვარი ყავისფერი სოუსის წარმოებას, რომლებიც მზადდება ბრიტანეთში, ნორფოლკის პატარა სოფელ სანდრინგემში მოყვანილი ინგრედიენტებისგან.  სანდრიგემში სამეფო რეზიდენცია მდებარეობს.

ახალი კეტჩუპის აღწერაში წერია – „იდეალურია საუზმეზე ან დღის ნებისმიერ დროს“, ხოლო ყავისფერი სოუსი ახალი რეცეპტით, ძმრის და სანელებლების დანამატებით არის მომზადებული.

თითო ბოთლში 295 გრამი საწებელი ასხია და ონლაინ მაღაზიაში 6.99 ფუნტ სტერლინგად გაიყიდება (დაახლოებით 10 დოლარი).

ფასი, ყველაზე პოპულარული Heinz-ის კეტჩუპთან შედარებით 6 ჯერ ძვირი ეღირება, რადგან 450 გრამიანი Heinz-ის მსგავსი კეტჩუპი დაახლოებით 2.5 დოლარი ღირს.

ბოთლებზე დატანილია შემდეგი წარწერა: “ნამდვილი ოჯახის ფავორიტი, სავსე პომიდვრით და მსუბუქად შეკმაზული, საუცხოო კეტჩუპი. ცოცხალი და სასარგებლო, ეს კეტჩუპი შეგიძლიათ მიირთვათ დღის ნებისმიერ დროს, შესანიშნავია კერძისთვის სასიამოვნო გემოს მისაცემად.”

Related Articles

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები