5.8 C
Tbilisi
02/03/2026
spot_img

რა შემთხვევაში მიიღებს მბაპე 100 მილიონ ევროს ბონუსის სახით

„პარი სენ-ჟერმენი“ მაქსიმალურად ცდილობს შეინარჩუნოს ფრანგი სუპერვარსკვლავი კილიან მბაპე, რომელიც მადრიდის „რეალში“ გადასვლასთან ძალიან ახლოს არის.

მბაპეს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. ფეხბურთის სფეროს სპეციალისტები ორ ვერსიას განიხილავენ. ის ან PSG-ში დარჩება და კონტრაქტს გაახანგრძლივებს, ან მადრიდის რეალში გააგრძელებს კარიერას.

იგი თავდაპირველად, ფრანგული მონაკოს ფეხბურთელი იყო, რომელიც იჯარით გადაბარგდა პარიზში. მოგვიანებით კი კლუბმა ის 180 მილიონ ევროდ შეიძინა.

კლუბის პირველი მცდელობა დაეთანხმებინა მბაპე პარიზში დარჩენაზე უშედეგო აღმოჩნდა, მიუხედავად რეკორდული ხელფასის შეთავაზებისა. PSD-ს ხელმძღვანელობამ 23 წლის ფეხბურთელს კვირაში ხელფასის სახით 1 მილიონი ფუნტ სტერლინგი შესთავაზა.

„პარი სენ-ჟერმენის“ მეორე მცდელობა ასევე ზღაპრულია და ხელფასის გარდა, მხოლოდ ორ წლიანი კონტრაქტის ხელმოწერის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ითვალისწინებს. ეს კი კვირაზე გადაანგარიშებით 960,000 ევროს შეადგენს.

შეთავაზებული უზარმაზარი თანხის მიუხედავად, გაურკვეველია დარჩება თუ არა მბაპე პსჟ-ში – რომლებიც აშკარად ყველაფერს აკეთებენ მის შესანარჩუნებლად.

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის “რეალი” ფავორიტია კილიანის შესაძენად, “ლივერპულიც” დაინტერესებულია.

Related Articles

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები