4.8 C
Tbilisi
02/03/2026
spot_img

PayPal რუსეთთან გადარიცხვებს აჩერებს

18 მარტამდე, რუსეთის მოქალაქეებმა PayPal-თან ანგარიში უნდა გაასწორონ და ყველანაირი თანხები გაიტანონ, რადგან ეს ამ თარიღის შემდეგ აღარ შეეძლებათ. PayPal-მა რუსეთთან ოპერაციების შეზღუდვის გამო დაახლოებით 1 კვირის წინ განაცხადა, თუმცა ახლა მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ ისინი ასევე ვეღარ შეძლებენ ელექტრონული საფულეებით სარგებლობას.

PayPal-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

ბოლოდროინდელი მოვლენების გამო, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შევაჩეროთ ფულის გადარიცხვისა და მიღების სერვისები რუსეთში. ამჟამად ვინარჩუნებთ თანხის განაღდების ფუნქციას. სერვისის შესაძლო შემდგომი შეფერხებების შესამცირებლად, გთხოვთ, თქვენი ანგარიშის ბალანსიდან გაიტანოთ თანხები 2022 წლის 18 მარტამდე.

გასულ კვირას, რუსეთ-უკრაინის ომის გამო, Paypal-მა რუსეთში მუშაობა შეაჩერა სხვა საერთაშორისო საგადახდო სისტემების მსგავსად. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსული ბაზრიდან გავიდნენ Visa, Mastercard და American Express.

რუსეთისთვის დაწესებული განახლებადი სანქციების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე: სანქციები

Related Articles

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები