Pink Floyd-მა Twitter-ის საშუალებით გაავრცელა განცხადება, რომ ისინი უერთდებიან მსოფლიოს მიერ დაწესებულ სანქციებს და გმობენ რუსეთის შეჭრას უკრაინაში.
შესაბამისად, რუსეთსა და ბელარუსში მუსიკის ელექტრონულად გამავრცელებელი პლატფორმებიდან წაშალეს 1987 წლის შემდეგ გამოსულ ყველა მუსიკა. ასევე წაიშალა ჯგუფის გიტარისტის დევიდ გილმორის სოლო ჩანაწერები.
To stand with the world in strongly condemning Russia's invasion of Ukraine, the works of Pink Floyd, from 1987 onwards, and all of David Gilmour's solo recordings are being removed from all digital music providers in Russia and Belarus from today. pic.twitter.com/lTV7T3y29u
— Pink Floyd (@pinkfloyd) March 11, 2022
აღნიშნული შეეხო ისეთ ონლაინ პლატფორმასაც, როგორიცაა Spotify. ეს უკანასკნელი, ასევე ჩართული იყო რუსეთისთვის სანქციების დაწესების მიმართულებით, რაც მოიცავდა რუსეთის სახელმწიფოს მიერ დასპონსორებული მასალის წაშლას.
Pink Floyd-ის ოფიციალურ განცხადებამდე, უკრაინაში მცხოვრებმა 19 წლის ალინა მიტროფანოვამ, რომელიც ჯგუფის ფანია, მის ერთ-ერთი ყოფილ ლიდერს როჯერ უოტერსს ღია წერილი მიწერა. წერილში უკრაინელი გოგონა ამბობს:
როჯერს ვთხოვ, საჯაროდ ისაუბროს რუსეთ-უკრაინის ომზე, რადგან დღემდე ვერ ვხვდები, როგორ არ გაუკეთებია განცხადება ამ ტრაგედიაზე ადამიანს, რომელმაც ომის წინააღმდეგ მიმართული ბევრი სიმღერა შექმნა. კარგად მესმის, რომ როჯერს შეიძლება განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეს, მაგრამ ვთხოვ მას გაგვიზიაროს საკუთარი შეხედულება ომის შესახებ.
მან იქვე დაამატა, რომ ჩუმად ყოფნა ამ სიტუაციაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მტერია და შეუძლებელია ასეთ დროს „კედელი აშენო“ და ამ პრობლემისგან იზოლირებული დარჩე.



