2.8 C
Tbilisi
02/03/2026
spot_img

იტალია ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს

24 მარტს შედგა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები სადაც 8 ქვეყნის ეროვნული ნაკრები არკვევდა პლეიოფების ფინალურ ეტაპზე გადასვლის ბედს.

  1. იტალია – ჩრდილოეთ მაკედონია 0:1
  2. პორტუგალია – თურქეთი 3:1
  3. შვედეთი – ჩეხეთი 1:0
  4. უელსი – ავსტრია 2:1

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი თამაშებისა უნდა გამართულიყო კიდევ ორი მატჩი, პოლონეთი – რუსეთი და უკრაინა-შოტლანდია. უკრაინაში რუსეთის ჯარების მიერ დაწყებული ომის გამო, უკრაინა შოტლანდიის დაპირისპირება გადაიდო. რაც შეეხება რუსეთს, FIFA-მ ნაკრები დაწესებული სანქციების ფარგლებში ტურნირიდან მოხსნა და პოლონეთი ავტომატურად გადავიდა პლეიოფის ფინალურ ეტაპზე.

განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო, მოქმედი ევროპის ჩემპიონების იტალიისა და ბოლო დროის ერთ-ერთი აღმოჩენის, ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება.

იტალია – ჩრდილოეთ მაკედონია

მიუხედავად იმისა, რომ  იტალიელები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უდიდეს სათამაშო უპირატესობას, მათ გოლის გატანა ვერ შეძლეს. მაკედონიელმა ტრაიკოვსკიმ კი საკუთარი გუნდის ისტორიაში ერთი ფურცელი დაწერა. მან მატჩის დამატებულ მე-2 წუთზე საჯარიმოს გარედან უზუსტესი დარტყმის ანგარიში გახსნა.

იტალიელებს მატჩის გადასარჩენად მხოლოდ 2 წუთი ჰქონდათ დარჩენილი და როგორც მოსალოდნელი იყო მათ ამ დროში ვერ შეძლეს წონასწორობის აღდგენა. შესაბამისად, იტალია გამოეთიშა კატარში 2022 წლის ბოლოს გასამართ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრ ასპარეზობას.

აღსანიშნავია, რომ ეს იტალია, რომელიც ევროპის მოქმედი ჩემპიონია ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ იტალიამ რუსეთში გამართული 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ვერ მოახერხა ასპარეზობა.

იტალიის მრავალრიცხოვან გულშემატკივარს კიდევ მინიმუმ 4 წელი მოუწევს ლოდინი იმისათვის, რომ საყვარელი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე იხილოს. 2026 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი სამ ქვეყანაში ჩატარდება, ესენია: მექსიკა, აშშ და კანადა.

მატჩის სტატისტიკის სანახავად შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე: იტალია – ჩრდილოეთ მაკედონიის სტატისტიკა

ასევე გაეცანით:

8 სტადიონი რომელზეც კატარის 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება

4 ფაქტი რაც კატარის 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს სხვა მუნდიალებისგან განასხვავებს

Related Articles

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები