ახალი ბურთი Adidas-ისგან
FIFA-ს და Adidas-ის თანამშრომლობა გრძელდება. მათ წარადგინეს ერთობლივი ნამუშევარი – კატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი.
Adidas-ის მიერ მსოფლიოს ჩემპიონატებისთვის შექმნილი მე-14 ბურთი უფრო სწრაფად მოძრაობს, ვიდრე ბურთები ნებისმიერი სხვა ტურნირის ისტორიაში, რაც განაპირობებს მაღალსიჩქარიან და მაღალხარისხიან თამაშებს.
„ალ რიჰლა“ არაბულად ნიშნავს “მოგზაურობას” და შთაგონებულია კატარის კულტურით, არქიტექტურით, საკულტო ნავებითა და დროშით. მარგალიტისფერ ფონზე დახატული, ცოცხალი ფერები წარმოადგენს ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას.
ეს არის განსაცვიფრებელი, მდგრადი და მაღალი ხარისხის ბურთი adidas-ისგან, რომლითაც ისიამოვნებენ ვარსკვლავები, მსოფლიოს უდიდეს სცენაზე. ტურნირის დაწყების წინ მღელვარება იმატებს, ამ დროს კი „ალ რიჰლა“ გულშემატკივრებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას თავიდან ბოლომდე ჩაერთონ დაძაბულ ჩემპიონატში.
– ჟან-ფრანსუა პატი, ფიფას მარკეტინგის დირექტორი.
ბურთის შიდა და გარე მხარე უზადოდ არის შექმნილი. “ალ რიჰლას” გავლილი აქვს მრავალი ცდა და შემოწმება ადიდასის ლაბორატორიებში და სათამაშო მოედნებზე. ბურთი უზრუნველყოფს სიზუსტის უმაღლეს დონეს და სანდოობას, რაც ნაწილობრივ არის ზედაპირის ახალი ტექსტურების დამსახურება.
ბურთის მახასიათებლები
CRT-CORE – ბურთის გული, უზრუნველყოფს სისწრაფეს, სიზუსტესა და თანმიმდევრულობას სწრაფი ტემპით მოქმედებისთვის. ის მაქსიმალურად ზუსტი კუთხით იცვლის მიმართულებას სხვა ზედაპირზე შეხებისას; და
SPEEDSHELL – 20 ნაჭრიანი ტექსტურირებული ზედაპირი აუმჯობესებს სიზუსტეს, ფრენის სტაბილურობასა და მოხვევას მაკრო და მიკრო ტექსტურების წყალობით.
თამაში უფრო სწრაფი ხდება და სიჩქარის მატებასთან ერთად, სიზუსტე და ბურთის მოძრაობის სტაბილურობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
– ფრანცისკა ლოფელმანი, ადიდასის დიზაინის დირექტორი.
„ახალი დიზაინი საშუალებას აძლევს ბურთს განავითაროს მნიშვნელოვნად მაღალი სიჩქარე ჰაერში მოძრაობისას. სპორტის ყველა სფეროში ყველაზე გლობალური სცენაზე, ჩვენ შევეცდებით ინოვაციების მეშვეობით შეუძლებელი შესაძლებლად ვაქციოთ – განაცხადა ადიდასის დიზაინის დირექტორმა.
ბურთის ოფიციალური პრეზენტაცია
“ალ რიჰლა” საჯაროდ პირველად გამოჩნდება ისეთ მამაკაც და ქალ ლეგენდებთან ერთად, როგორებიცაა იკერ კასილასი, კაკა, ფარა ჯეფრი და ნუფ ალ ანზი.
ალ რიჰლა მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე იმოგზაურებს მსოფლიოს 10 ქალაქში, მათ შორის: დუბაიში, ტოკიოში, მეხიკოში და ნიუ-იორკში.
ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ კატარის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებულმა სხვა საინტერესო ფაქტებმა. ლინკები იხილეთ ქვემოთ.
4 ფაქტი რაც კატარის 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს სხვა მუნდიალებისგან განასხვავებს
8 სტადიონი რომელზეც კატარის 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება



