Tesla-ს დამფუძნებელმა ელონ მასკმა ბერლინთან ელექტრო მანქანების უზარმაზარი „გიგაქარხანა“ გახსნა, რომელიც ფირმის პირველი ევროპული საწარმოა.
ადგილობრივი ხელისუფლების ლიცენზირების პრობლემების გამო ქარხნის პრეზენტაცია რვა თვით დაგვიანდა.
პროექტის განხორციელებაზე 5 მილიარდი ევრო დაიხარჯა, რაც გერმანიის საავტომობილო ინდუსტრიის უახლეს ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიციაა.
კომპანიის განცხადებით, ქარხანაში დასაქმდება 12,000 ადამიანი, საიდანაც 3,000-ზე მეტთან ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია.
ეს შესანიშნავი დღეა ქარხნისთვის, გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი მდგრადი მომავლის მიმართულებით.
– ელონ მასკი.
გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, ქარხანა პროგრესისა და ავტომობილების ინდუსტრიის მომავლის ნიშანია.
Tesla-ს პირველი 30 Model Y Performance ავტომობილი, უკვე მზად არის რეალიზაციისთვის. ავტომობილებს ერთი დამუხტვით 514 კმ გავლა შეუძლიათ და მათი ფასი 63,990 ევროა.
საწარმოს სრული სიმძლავრით ამუშავების შემდეგ ყოველწლიურად 500,000 ავტომობილს გამოუშვებს. ეს იმაზე მეტია ვიდრე გერმანული კონკურენტის Volkswagen-ის მიერ 2021 წელს გაყიდული 450,000 ელექტრომობილი.
ის ასევე დაამზადებს ბატარეებს წლიური სიჩქარით 50 გიგავატ საათი (GWh), რაც გერმანიის ყველა სხვა ქარხნის შესაძლებლობებს აღემატება.
ამ დროისთვის, Volkswagen კვლავ ლიდერობს ევროპის ელექტრომობილების ბაზარზე, 25%-იანი წილით, Tesla-ს კი ამავე ბაზარზე 13% უკავია.
მასკმა თქვა, რომ წარმოების გაზრდას ორ წელზე მეტი დრო დასჭირდება, რაც იმაზე მეტია ვიდრე თვითონ ქარხნის აშენებას დასჭირდა.
Tesla-მ საბოლოო ნებართვა წარმოების დასაწყებისთვის, ადგილობრივი ხელისუფლებისგან, 4 მარტს მიიღო, მას შემდეგ რაც საწარმომ დააკმაყოფილა რამდენიმე მოთხოვნა, მათ შორის წყლის გამოყენების და ჰაერის დაბინძურების საკითხებთან დაკავშირებით.
სხვა მსგავსი სტატიები, რომლებმაც შეიძლება დაგაინტერესოთ:
6 სიახლე რასაც TESLA მომხმარებლებს სთავაზობს
[VID] Tesla-ს ავტოპილოტმა უგონო მდგომარეობაში მყოფი მძღოლის სიცოცხლე გადაარჩინა
ილონ მასკმა ქველმოქმედებისთვის ერთ თვეში 5.7 მილიარდი დოლარი გაიღო



