4.8 C
Tbilisi
02/03/2026
spot_img

გაიგეთ ვინ არის ყველაზე დიდი ხელმოცარული Loser.com-ის მიხედვით

Loser.com დომენი პირველად 1995 წელს დარეგისტრირდა. მისი მფლობელი ბრაიან კონელია.

ვებ-გვერდი გამოიყენება სხვადასხვა ცნობილი ადამიანების გასამასხარავებლად. საიტის ერთადერთი დანიშნულება არის, იმ პერიოდისთვის მსოფლიოში ყველაზე ხელმოცარული ადამიანის დასახელება.

დღეს Loser.com საიტზე ვიზიტისას გადამისამართდებით ვლადიმერ პუტინის ვიკიპედიის გვერდზე. შესაბამისად, დომენის ავტორის აზრით ყველაზე ხელმოცარული ადამიანი დღეს მსოფლიოში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტია.

Vladimer Putin is Loser

საიტის სამიზნე 1995 წლიდან მრავალი პოლიტიკოსი თუ სხვა ცნობილი ფიგურა იყო. ის 2000 წელს მისამართდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატის, ალ გორის გვერდზე.

Loser.com-ის ყურადღების ეპიცენტრში 2002 წელს – სამხრეთ კაროლინის გუბერნატორი მოექცა, 2008 წელს ბარაკ ობამა, 2010 წელს საიდუმლო ამბების სააგენტო WikiLeaks, 2011 წელს ამერიკელი პოლიტიკოსი შონ პატრიკ დაფი, 2012 წელს ვებგვერდი Reddit.

საიტმა დიდი პოპულარობა მოიპოვა 2015 წელს მას შემდეგ რაც ამერიკელი რეპერის კაინი ვესტის გვერდზე მისამართდებოდა. ეს გადამისამართება დაკავშირებული იყო რეპერის რეაქციასთან, ამერიკელი მომღერლის, ბექ დევიდ ჰანსენის ალბომის წლის საუკეთესო ალბომად დასახელებასთან დაკავშირებით, რომელიც გრემის 57-ე დაჯილდოებაზე მიენიჭა.

2016 წელს საიტის მორიგი სამიზნე დონალდ ტრამპი გახდა.

დონალდ ტრამპი ერთადერთია ვინც loser.com-ის ყურადღება ორჯერ მიიპყრო. მეორედ, ყველაზე ხელმოცარულ ადამიანად დონალდ ტრამპი 2020 წელს დასახელდა მაშინ როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები ჯო ბაიდენთან წააგო და ამის აღიარება არ სურდა.

დღეს Loser.com-ის ყურადღების ცენტრში გასაკვირი არ არის, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოექცა. თუ თქვენს ბრაუზერში loser.com-ს აკრეფთ, გადამისამართდებით პუტინის ვიკიპედიის გვერდზე.

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ჩამონათვალი

Related Articles

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები