2.8 C
Tbilisi
02/03/2026
spot_img

კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო დღე

მსოფლიოში შემოდგომის ბოლო დღე, იმით არის გამორჩეული, რომ კიბერუსაფრთხოების დღედ არის გამოცხადებული.

დღესდღეობით, ელექტრონული მოწყობილობები, როგორიცაა სმარტფონები, ტაბლეტები და კომპიუტერები, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაცია უფრო ადვილი და ეფექტური გახდა, ვიდრე ოდესმე, ამ ტექნოლოგიურმა წინსვლამ თან მოიტანა ახალი პრობლემები კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების შესახებ. შესაბამისად, ამ გამოწვევების პოპულარიზაციის მიზნით, დღის წესრიგში დადგა საერთაშორისო დღის დაწესება, რომელიც ეძღვნება თქვენი ონლაინ მონაცემების უსაფრთხოებას. ეს კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო დღეა.

კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო დღის ისტორია

კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო დღე პირველად აღინიშნა 1988 წელს, დაახლოებით იმ დროს, როდესაც კომპიუტერის არსებობა არავის აკვირვებდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ნივთი სახლში ყველას არ ჰქონდა. 1980-იან წლებში სწრაფად იზრდებოდა კომპიუტერების პოპულარობა. ბიზნესმა და სამთავრობო ორგანიზაციებმა სწრაფი ტემპით დაიწყეს სიახლის გამოყენება, რადგან კომპიუტერი მნიშვნელოვნად ზრდიდა ადამიანების პროდუქტიულობას. ამავე დროს კი ინტერნეტი ახალი ფეხადგმული იყო.

ჰაკერები და ვირუსები თავიდანვე არსებობდნენ, თუმცა კომპიუტერული სამყაროს განვითარების ფეხდაფეხ ისინიც იხვეწებოდნენ და სულ უფრო და უფრო საშიშნი ხდებოდნენ ინტერნეტის მომხმარებლებისთვის. რაც უფრო მეტი ინფორმაცია ინახებოდა სერვერებზე და პერსონალურ კომპიუტერებში მით უფრო მეტად სასურველი ხდებოდა ამ ინფორმაციის ხელში ჩაგდება და პირადი მიზნებისთვის გამოყენება.
შესაბამისად, ონლაინ უსაფრთხოება გახდა მნიშვნელოვანი საზრუნავი, რასაც უკავშირდება საერთაშორისო დღის დაწესება.

როგორ აღვნიშნოთ კიბერუსაფრთხოების ეროვნული დღე

თუ გსურთ, რომ თქვენც შეუერთდეთ მსოფლიოს და აღნიშნოთ კომპიუტერული უსაფრთხოების დღე საჭიროა დაფიქრდეთ თუ რა ქმედებების განხორციელება მოგვიწევს საკუთარი სისტემების დაცვის გასაძლიერებლად. უნდა ფოკუსირდეთ თქვენს კომპიუტერულ მოწყობილობებში და გარეთ გატანილ სერვერებში არსებული მონაცემების დაცვაზე.

ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ მაინც ძლიერი პაროლების ქონა და მათი რეგულარულად განახლებაა, რადგან ეს ამცირებს თქვენი პერსონალური მონაცემების არასწორ ხელში მოხვედრის შანსებს. ყოველთვის ეცადეთ, რომ სხვადასხვა მოწყობილობებსა და ანგარიშებში სხვადასხვა პაროლი გამოიყენოთ. მართალია, მრავალი პაროლი შესაძლოა დასამახსოვრებლად არც თუ ისე მარტივი იყო, თუმცა თუ თქვენ შეიმუშავებთ პაროლების გენერირების წესს გარკვეული ლოგიკის მიხედვით, მაშინ თქვენი პაროლების გახსენება გადაიქცევა ტექნიკურ საკითხად და ამ გზით თავიდან აიცილებთ მათ ხშირ აღდგენას.

ერთ-ერთი სტრატეგიაა დიდი და პატარა ასოების სიმბოლოებთან შერევა, რადგან ამის გამოცნობა უფრო რთულია. გასაკვირი, არ არის რომ ყველაზე გავრცელებულ პაროლების სიაშია “123456” რადგან დასამახსოვრებლად მარტივია, თუმცა ასეთი პაროლის გამოცნობაც უმარტივესი საქმეა, ამას ჰაკერიც კი არ სჭირდება. ასევე ხშირია სიტყვა „პაროლი“-ს გამოყენება.
ამიტომ შექმენით ძლიერი პაროლები და განაახლეთ გარკვეული პერიოდულობით, თქვენს მიერ შემუშავებული ალგორითმის მიხედვით.

Related Articles

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები