4.8 C
Tbilisi
02/03/2026
spot_img

Turkish Airlines, Air Astana და Pegasus რუსეთში ფრენებს ზღუდავენ

Turkish Airlines რუსეთის მოქალაქეებზე საერთაშორისო ფრენებისთვის ავია ბილეთებს აღარ გაყიდის. ავიაკომპანია მათ მხოლოდ რუსეთის შიდა ფრენებზე მოემსახურება. კომპანიაში ეს ნაბიჯი ახსნეს VISA და Mastercard ბარათების დაბლოკვით.

მეორე თურქული დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus კი 13 მარტიდან რუსეთის მიმართულებით და რუსეთიდან საოპერაციო რისკების გამო ყველა ფრენას აუქმებს.

რუსეთში ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო ასევე ყაზახეთის ეროვნულმა ავიაკომპანიამ Air Astana-მ. კომპანიაში განაცხადეს, რომ ისინი დროებით აჩერებენ ფრენებს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემდეგ.

რუსეთისთვის დაწესებული ყველა სანქციის განახლებადი ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: სანქციები

Related Articles

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები