Lion Finance Group PLC-ის აქციები მარტის ბოლოდან FTSE 100 ინდექსში შევა და ავიაკომპანია EasyJet-ს ჩაანაცვლებს. ცვლილება გამოიწვია საფონდო ბირჟაზე კოტირებულ კომპანიებს შორის საბაზრო კაპიტალიზაციის ცვლილებებმა. სიახლე ხაზს უსვამს Lion Finance Group PLC-ის მზარდ მნიშვნელოვნებას დიდი ბრიტანეთის საფონდო ბაზარზე.
FTSE 100 (Financial Times Stock Exchange 100 Index) არის დიდი ბრიტანეთის მთავარი საფონდო ბირჟის ინდექსი. ის აერთიანებს ლონდონის საფონდო ბირჟის 100 უმსხვილეს კომპანიას საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, შესაბამისად ინდექსი გვიჩვენებს ბრიტანეთის საერთო ეკონომიკურ სურათს. FTSE 100-ის ინდექსში კომპანიების გადახედვა ყოველკვარტალურად ხდება, რის შედეგადაც კომპანიები საბაზრო ღირებულების მიხედვით ემატებიან ან იხსნებიან ინდექსიდან.
Lion Group-მა დააფიქსირა მოგების 18%-იანი წლიური ზრდა. 2025 წლის მოგება 2.19 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წლის 1.81 მილიარდ ლართან შედარებით მნიშვნელოვანი პროგრესია. წმინდა საპროცენტო შემოსავალი, კი 2.36 მილიარდი ლარიდან 2.97 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.
რაც შეეხება EasyJet-ის აქციებს ბოლო 12 თვის განმავლობაში 9.3%-ით დაეცა, ხოლო წელს წლის დასაწყისიდან – 16%-ით. ეს ყველაფერი მოყვა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის პირველი კვარტლის შედეგების გამოცხადებას სადაც მოსალოდნელზე უარესი ზარალი დაფიქსირდა.



