4.8 C
Tbilisi
02/03/2026
spot_img

#2 – თქვენ სავარაუდოდ ერთხელ მაინც გისურვიათ ამ ადგილზე მოხვედრა

ფოტოს ავტორი

ანდრეას გურსკი გერმანელი ფოტოგრაფი და ხელოვანია, რომელიც ცნობილია თავისი ციფრული, მანიპულირებადი ფოტოებით.

მისი ფოტოების უდიდესი ნაწილი, შეიძლება ითქვას, „მომგებიანი კუთხიდან“ არის გადაღებული. ეს იმას გულისხმობს, რომ ფოტოს შინაარსის ბოლომდე გასაგებად, იმაზე მეტი დეტალის ცოდნაა საჭირო, რაც, როგორც წესი, არ ჩანს ხოლმე ობიექტივში. მსგავსი მიდგომა მის ფოტოებს ინტერესს სძენს და მუდმივად განხილვის საგანი ხდება.

დღევანდელი გადასახედიდან, ჩემი სურვილი, რომ შევქმნა აბსტრაქციები, უფრო და უფრო რადიკალური ხდება. ხელოვნების მიზანი არ არის რეალობის პირდაპირ ასახვა, ხელოვნების ნიმუშის უკან შინაარსი უნდა იკითხებოდეს

– ანდრეას გურსკი

ანდრეას გურსკი ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი ფოტოგრაფია, რომლის ნამუშევრები რამდენიმე მილიონ აშშ დოლარად არის გაყიდული. მისი ფოტოების დათვალიერება დაინტერესებულ პირებს, ნიუ იორკის მეტროპოლიტანის, სან ფრანცისკოს თანამედროვე ხელოვნებისა და ლონდონის მუზეუმებში შეუძლიათ.

ფოტოს გადაღების ადგილი

ზემოთ მოცემულ ფოტოზე ასახულია ხმელთაშუაზღვაში არსებული კუნძული იბიცა, რომელიც ესპანეთის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს. ამ კუნძულის სახელის ხსენებაზე, ალბათ, ყველას ახსენდება ღამის ცხოვრება, ელექტრონული მუსიკა და საზაფხულო კლუბები, რაც უამრავი რაოდენობის ტურისტს იზიდავს.

თუ Google-ის საძიებო სისტემაში ჩაწერთ IBIZA-ს, აღმოაჩენთ, რომ ადგილი გაცილებით მეტად მიმზიდველია ვიდრე ანდრეას გურსკის მიერ დანახული სცენა. ძიების შედეგები დალაგებულია ისეთი მიმზიდველი სათაურების მიხედვით, როგორებიც არის: წვეულება, დასვენება, ტურიზმი, კუნძული, კლუბი და ა.შ.

ibiza
Google-ის საძიებო სისტემით IBIZA-ს ძიების შედეგები

არტისტი თავისი ნამუშევრით ალბათ ცდილობს დაგვანახოს პოპულარული რეალობის ალტერნატიული მხარეები. ამასთანავე, შესაძლოა ფოტოს მნახველი მარკეტინგის გავლენასა და ძლიერ მხარეებზეც დაგაფიქროთ.

Related Articles

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები