ინდოეთის კოსმოსური კვლევითი ორგანიზაციის (ISRO) სატელიტურმა მისიამ ტექნიკური გაუმართაობის გამო მიზანს ვერ მიაღწია. ინდოეთმა რაკეტის 2021 წლის პირველი გაშვება, აფრენიდან რამდენიმე წუთში, ტექნიკური ხარვეზის გამო წარუმატებლად დაასრულა. აღნიშნულის გამო ISRO-ს მისიამ კომერციული დატვირთვა დაკარგა.
რაკეტა გაეშვა 13 აგვისტოს, ინდოეთის კოსმოსური ცენტრიდან, რომელიც შრიჰარიკოტას კუნძულზე მდებარეობს. გაშვებიდან დაახლოებით ექვსი წუთის შემდეგ, ტექნიკურმა ხარვეზმა სინქრონული გაშვების სისტემის არასწორი ფუნქციონირება გამოიწვია და რაკეტა არასწორი ტრაექტორიით ისევ დედამიწისკენ შემობრუნდა.
ტექნიკურმა გაუმართაობამ, ინდოეთის დედამიწის სადამკვირვებლო თანამგზავრი გაანადგურა
ISRO-ს ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, “რაკეტის გაშვების პირველი და მეორე ეტაპი ნორმალურად შესრულდა, ხოლო მესამე ეტაპზე კრიოგენული გაშვება ვერ მოხდა სწორად. მისია ვერ შესრულდა ისე, როგორც განზრახული იყო.”
მეტი სიცხადისთვის განვმარტავთ, რომ კრიოგენული ეტაპის დროს რაკეტის ცენტრალური ნაწილი, უზრუნველყოფს ამწევ ძალას მას შემდეგ რაც მყარ სხეულოვანი მოდული ხომალდს მოცილდება.
აღსანიშნავია, რომ 13 აგვისტოს წარუმატებლობამდე ISRO-ს 14 წარმატებული გაშვება ჰქონდა განხორციელებული და შესაბამისად 13 აგვისტოს ოპერაციაზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ. ინდოეთის კოსმოსური ორგანიზაციის ბოლო წარუმატებლობა 2017 წელს დაფიქსირდა, როდესაც პატარა პოლარულმა სატელიტურმა სატრანსპორტო საშუალებამ, ვერ მიაღწია ორბიტას. SpaceNews-ის თანახმად, 2017 წლის მარცხი 20 წლის განმავლობაში ინდოეთისთვის პირველი იყო.
წარუმატებელი გაშვება ქვეყნისთვის ძალზედ არახელსაყრელი იყო იმ დროს, როდესაც სტიქიური უბედურების რაოდენობა ინდოეთში გაზრდილია. რაკეტასთან ერთად დაიკარგა დედამიწის სადამკვირვებლო თანამგზავრი, რომელიც შექმნილი იყო მეტეოროლოგიური პირობების და ბუნებრივი კატასტროფებისთვის რეალურ დროში თვალყურის დევნისათვის. მის ფუნქციებში ასევე შედიოდა სატყეო და სასოფლო-სამეურნეო მონაცემების შეგროვება.
ინდოეთი მიზნად ისახავს ადამიანის გაშვებას კოსმოსში
წარუმატებლობა, შემაშფოთებელია სხვა მიზეზის გამოც. IRSO აპირებდა ადამიანების კოსმოსში გაყვანას. განვითარებული მოვლენები სავარაუდოდ კომპანიის გეგმებს სამომავლოდ გადადებს. Blue Origin-ის და Virgin Galactic-ის ბოლოდროინდელმა წარმატებულმა ტურისტულმა ფრენებმა კოსმოსში ინდურ კომპანიას იმედები გაუჩინა, რომ თვითონაც შეძლებდნენ უახლოეს მომავალში მსგავსი კომერციული ფრენების შესრულებას. ინდოეთი იმედოვნებს, რომ სამომავლოდ ISRO შეუერთდება იმ ფირმების მზარდ რიგებს, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანებს შესთავაზონ კოსმოსური ფრენები.
ISRO-მ, ერთი ფრენა კოვიდ 19 პანდემიის გამო გადადო, ხოლო ოთხი გაშვება, რომელიც დაგეგმილი იყო 2021 წლისათვის – სავარაუდოდ ახლა შეჩერებულია, რადგან ორგანიზაცია იძიებს ტექნიკური გაუმართაობის ზუსტ მიზეზებს, რამაც გამოიწვია მისი ბოლო მისიის წარუმატებლობა.
ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ რაკეტის წარუმატებელი გაშვების ამსახველი ვიდეომასალა.



