4.8 C
Tbilisi
02/03/2026
spot_img

[VID] Tesla-ს ავტოპილოტმა უგონო მდგომარეობაში მყოფი მძღოლის სიცოცხლე გადაარჩინა

Tesla მაღალტექნოლოგიური ავტომობილების წარმოებელი კომპანიაა, რომელმაც მძღოლებისთვის შექმნა ავტოპილოტის ფუნქცია. ტექნოლოგიურ გამოგონებას, შეუძლია საავტომობილო გზები გახადოს უსაფრთხო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მძღოლი სხვადასხვა მიზეზის გამო, ავტომობილის მართვის დროს ქმედუუნარო იქნება.

ჩვენ მოგიყვებით ერთ-ერთ გასაოცარი ისტორიის შესახებ სადაც ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავტოპილოტმა ახალგაზრდა მძღოლის სიცოცხლე იხსნა.

24 წლის ტესლას მფლობელი, ნორვეგიის აღმოსავლეთ რეგიონში, მართავდა საკუთარ Model S-ს, როდესაც გონება დაკარგა. მძღოლის და გზაზე მყოფი სხვა მგზავრთა საბედნიეროდ, Tesla-ს ავტოპილოტის სისტემა გააქტიურდა და ავტომობილმა მის ზოლში მოძრაობა შეფერხების გარეშე გააგრძელა და საბოლოოდ გაჩერდა. აღნიშნულის შესახებ იუწყება ნორვეგიის  პოლიციის Twitter-ის ოფიციალური გვერდი.

როდესაც მძღოლის დამხმარე სისტემამ დაადგინა, რომ მისი მძღოლი არ რეაგირებდა, მან შეძლო ავტომობილის უსაფრთხოდ გაჩერება. ახალგაზრდა, რომელიც, ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობის მიღების გამო, უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, ავტოპილოტის მეირ გაჩერებული ავტომობილიდან, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. საბედნიეროდ, TESLA-ს ახალმა ტექნოლოგიამ, შეძლო ავტოკატასტროფის თავიდან არიდება და შესაბამისად ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

https://www.youtube.com/watch?v=Upia5F4kAIk
ტესლას ავტოპილოტმა ავტომობილი უსაფრთხოდ გააჩერა

მძღოლმა თავდაპირველად უარყო, რომ ის ავტომობილს მართავდა, თუმცა იგი საჭესთან სხვა ავტომობილიდან დააფიქსირეს. მგზავრების მიერ გადაღებულ 2 წუთიან ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ ადამიანი რომელიც საჭესთან ზის უკონტაქტოა და ავტომობილს არ მართავს.

არაერთი სხვა შემთხვევა ყოფილა, როდესაც ნასვამი მძღოლები ცდილობენ გამოიყენონ დამხმარე სისტემა, იმისათვის, რომ თავი აარიდონ ბრალდებებს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს ავტომობილის მართვის შესახებ. მათი არგუმენტით, ავტომობილს არა თვითონ არამედ სისტემა მართავდა, შესაბამისად მათი თქმით კანონს არ არღვევდნენ. მათი თავის მართლება არასდროს ყოფილა გათვალისწინებული სამართალდამცველების მიერ, რადგან, Tesla-ს ავტოპილოტი არ არის დამოუკიდებელი მართვის სისტემა, არამედ ის არის ფუნქცია, რომელიც მძღოლის ეხმარება. მიუხედავად იმისა, მძღოლი იყენებს თუ არა ავტოპილოტის სისტემას, იგი პასუხისმგებელია ტრანსპორტის მართვაზე და ყოველთვის ყურადღებით უნდა იყოს, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩაერთოს მართვაში.

როდესაც მძღოლი რთავს ავტოპილოტს, სისტემა მას ახსენებს, რომ საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩაერიოს მართვაში. თუ მძღოლი დროის მცირე მონაკვეთში საჭეს აღარ მართავს და საჭის ბრუნვის ძალა არ ფიქსირდება, ავტოპილოტი ხმოვანი სიგნალის საშუალებით აფრთხილებს მძღოლს, რომ დაიჭიროს საჭე. თუ ასეთი გაფრთხილება იგნორირებული იქნება, მაშინ სისტემა ავტომობილის სვლას ანელებს და საბოლოოდ აჩერებს მას, რაც ნორვეგიელი მამაკაცის შემთხვევაში მოხდა. შესაბამისად, Tesla-ს ავტოპილოტი შეიძლება უფრო მეტად მივიჩნიოთ არა დამოუკიდებლად მართვის, არამედ უსაფრთხოების ფუნქციად. ნორვეგიელი მძღოლის მაგალითზე კი გამოჩნდა, რომ ავტოპილოტის ფუნქციას შეუძლია მძღოლებს მნიშვნელოვანი პრობლემები აარიდოს.

Related Articles

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები