4.8 C
Tbilisi
02/03/2026
spot_img

#2 – კომპანია ფაიზერის ისტორია და ფინანსები

“ფაიზერი” (Pfizer) ფარმაცევტული კომპანიია, რომელიც აწარმოებს მედიკამენტებსა და ვაქცინებს იმუნოლოგიის, ონკოლოგიის, კარდიოლოგიის, ენდოკრინოლოგიისა და ნევროლოგიისთვის. კომპანია ფლობს რამდენიმე დიდი კომერციული წარმატების მქონე პრეპარატს ან პროდუქტს, რომელთაგან თითოეული წელიწადში მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შემოსავალს გამოიმუშავებს.

კომპანიის დაარსება

“ფაიზერი” 1849 წელს გერმანელმა ბიძაშვილებმა, ჩარლზ ფაიზერმა და ჩარლზ ერჰარტმა დააარსეს, რომლებიც შეერთებულ შტატებში ემიგრაციაში იმყოფებოდნენ. კომპანია აწარმოებდა ქიმიურ ნაერთებს და მისი სათავო ოფისი ნიუ იორკში მდებარეობდა. თავდაპირველად მათ სახელი გაითქვეს ანტიპარაზიტული საშუალება „სანტონინის“ შექმნით, თუმცა მოგვიანებით, 1880-იან წლებში კომპანიის ზრდას ძირითადად ლიმონმჟავას წარმოებამ დაუდო საფუძველი. „ფაიზერმა“ განაგრძო ძირითადი საშუალებების, შენობების, ყიდვა ამ რეგიონში ლაბორატორიისა და ქარხნის გაფართოების მიზნით. კომპანიის დამფუძნებელი ჩარლზ ფაიზერი გარდაიცვალა 1906 წელს.

კომპანიის ფინანსები

კომპანიამ 2020 წელს 42 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც წმინდა მოგების სახით 9.6 მილიარდი დოლარი დარჩა. მისი მთლიანი აქტივები 179 მილიარდ დოლარს შეადგენს. “ფაიზერის“ თანამშრომელთა რაოდენობა 79,000 ადამიანია, საიდანაც 29,000 ამერიკის შეერთებულ შტატებშია დასაქმებული.

2020 წელს კომპანიის შემოსავლების 52% მოდიოდა შეერთებულ შტატებზე, ხოლო 6% – ჩინეთსა და იაპონიაზე.

COVID-19 პანდემია და ვაქცინების განვითარება

2020 წლის მარტში, COVID-19 პანდემიის მასშტაბის აშკარად გამოჩენისთანავე, „ფაიზერმა“ „ბიონტეკთან“ (BioNTech) პარტნიორობით დაიწყო COVID-19 mRNA ვაქცინის სავარაუდო ვერსიების შესწავლა და განვითარება. ბევრი მისი კონკურენტისგან განსხვავებით, კომპანიამ არ მოითხოვა კვლევის დაფინანსება შეერთებული შტატების ​​ვაქცინების განვითარების სახელმწიფო პროგრამიდან. ნაცვლად ამისა, „ფაიზერმა“ არჩია კვლევით პროექტში განეხორციელებინა, დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის საკუთარი სახსრების ინვესტიცია. “ფაიზერის“ აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, სახელმწიფო დაფინანსებაზე უარი თქვა, რათა თავიდან აეცილებინა მათ საქმიანობაში მთავრობის ჩარევა. მან ასევე აღნიშნა:

როდესაც თქვენ მიიღებთ ფულს ვინმესგან, მათ ექნებათ ბერკეტები აკონტროლონ პროცესები საკუთარი მოთხოვნებით, მოგამზადებინონ სხვადასხვა სახის ანგარიშები, გიკარნახონ მიმართულებები და ა.შ. მე მსურდა მსურდა ჩვენ შორს ვყოფილიყავით პოლიტიკისგან.

2020 წლის მაისში, „ფაიზერმა“ დაიწყო COVID-19 ვაქცინის ოთხი სხვადასხვა ვარიაციის ტესტირება. აშშ-ში ვაქცინები, პირველ მონაწილეებს მაისის დასაწყისში გაუკეთეს. 2020 წლის ივლისში, mRNA ვაქცინის ოთხი კანდიდატიდან ორმა, ამერიკის შეერთებული შტატების „საკვების და მედიკამენტების ადმინინსტრაციისგან“ (FDA) სწრაფი აღიარება მოიპოვა.

ფაიზერის და ბიონტეკის ვაქცინა. Reuters

კომპანიამ 2020 წლის ივლისის ბოლოს დაიწყო მეორე და მესამე ფაზების ტესტირება 30,000 ადამიანზე. აშშ-ს მთავრობა ამ დროს უკვე გეგმავდა მათთვის დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის გადახდას ვაქცინის 100 მილიონი დოზისთვის, რაც თითო ვაქცინაზე 20 აშშ დოლარის გადახდას ნიშნავდა. როგორც ცნობილია, თითო ადამიანის სრულად ვაქცინირებას აცრა ორჯერადად სჭირდება, შესაბამისად ერთი სრული დოზა აშშ-ს მთავრობისთვის განისაზღვრა 40 აშშ დოლარის ოდენობით. კომპანია აცხადებდა, რომ მომავალში, პანდემიის დასრულებამდე ფასი სხვა ქვეყნებისთვისაც ანალოგიური იქნებოდა.

2020 წლის სექტემბერში, „ფაიზერმა“ და „ბიონტეკმა“ განაცხადეს, რომ მათ დაასრულეს მოლაპარაკებები ევროკომისიასთან, და ევროკავშირის ქვეყნებს თავდაპირველად მიაწვდიდნენ 200 მილიონი ვაქცინის დოზას, ხოლო მოგვიანებით, სურვილის შემთხვევაში კიდევ 100 მილიონ დოზას დაუმატებდნენ.

ეფექტურობის შედეგები და ავტორიზაცია

2020 წლის 9 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ ფაიზერის ვაქცინა, 90%-იან ეფექტიანობას აჩვენებდა. ეს მონაცემები დათვლილი იყო 43,500 ვაქცინირებული ადამიანის სამედიცინო ჩვენებების გაანალიზების შედეგად. მათი თქმით, აცრილი ადამიანების 90% გადაურჩა COVID 19-ს და ვაქცინაცია მიმდინარეობდა სერიოზული გვერდითი ეფექტების გარეშე. აღნიშნული ეფექტიანობის მაჩვენებელი მოგვიანებით განახლდა და 95%-იან ნიშნულს მიუახლოვდა. New York Times-თან ინტერვიუში იმუნოლოგმა ა. ივასაკიმ განაცხადა, რომ ეს ეფექტურობის მაჩვენებელს “მართლაც სანახაობრივ რაოდენობაა”. შესაბამისად, “ფაიზერი” გახდა პირველი კომპანია, რომელმაც შექმნა და გამოსცადა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა.

კვლევის დასრულებიდან შემდეგ თვენახევარში, სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელმა ორგანოებმა “ფაიზერის“ ვაქცინა დაამტკიცეს გადაუდებელი გამოყენებისათვის. პირველი გაერთიანებული სამეფო იყო, რომელმაც აღნიშნული ვაქცინა ოფიციალურად დაამტკიცა, მას მოჰყვა კანადა, საუდის არაბეთი და ბაჰრეინი. რაც შეეხება ვაქცინის მწარმოებელ ქვეყანას, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ის რიგით მე-5 ქვეყანა იყო სადაც “ფაიზერის“ ვაქცინა ოფიციალურად აღიარეს პანდემიის საწინააღმდეგო  საშუალებად.

წარმოება და დისტრიბუცია

2021 წლის მაისისთვის ფაიზერს და ბიონტეკს 430 მილიონი ვაქცინის დოზა ჰქონდათ ნაწარმოები, რაც გადანაწილდა 91 სხვადასხვა ქვეყანასა და ტერიტორიაზე. კომპანიებმა განაცხადეს, რომ 2021 წელს ვაქცინის თითქმის 3 მილიარდი დოზის წარმოებას აპირებენ.

Related Articles

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები