[VID] Facebook შენს სახეზე – საინტერესო ტექნოლოგიური სიახლე

RayBan Facebook
RayBan Facebook

10 სექტემბრიდან Facebook-ისა და Ray-Ban- ის ერთობლივი პირველი ჭკვიანი სათვალე მაღაზიებში გამოჩნდა. მას Ray-Ban Stories ჰქვია და Ray-ban-ის ონლაინ მაღაზიებში 299 დოლარად იყიდება.

სათვალის წინა ჩარჩოზე დამაგრებულია ორი კამერა ვიდეოს და ფოტოს გადასაღებად. ისინი სინქრონიზებულნი არიან კამერის თანმხლებ პროგრამასთან – Facebook View, საიდანაც შესაძლებელია კლიპების რედაქტირება და გაზიარება, არა მხოლოდ Facebook-ისთვის არამედ ტელეფონის სხვა აპლიკაციებისთვისაც. ვიდეოს ჩაწერის დასაწყებად შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ღილაკი, რომელიც სათვალეზეა მოთავსებული, ან შეგიძლიათ უბრალოდ თქვათ “Hey Facebook, take the video”.

რაც მთავარია, ის გამოიყურება, როგორც ჩვეულებრივი სათვალე. მხოლოდ დაკვირვებული თვალი თუ შეძლებს იმის გარჩევას, რომ სათვალეებზე კამერაა განთავსებული.

Ray-ban Stories, შეიძლება მივიჩნიოთ Snapchat-ის სათვალეების შემდეგ თაობად, რომელიც პირველად 2016 წელს გამოჩნდა ბაზარზე და თავდაპირველი აჟიოტაჟის მიუხედავად, მალევე ყველამ მიივიწყა.

Facebook-ის ახალი სათვალეების შუშები, Snapchat-ის სათვალეებისგან განსხვავებით, ეკრანის გარეშეა, თუმცა სათვალის ორივე მხარეს დამონტაჟებულია დინამიკები, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ბლუთუზის მეშვეობით თქვენი ტელეფონიდან წამოსული ნებისმიერი ხმის მოსმენა. თქვენ შეძლებთ, ზარების პასუხს ან თუნდაც მუსიკის მოსმენას ჯიბიდან ან ჩანთიდან ტელეფონის ამოღების გარეშე. სენსორული პანელი საშუალებას იძლევა შეცვალოთ ხმის ტემბრი, ასევე შეაჩეროთ ან გააგრძელოთ მოსმენა თითის ერთი შეხებით.

Ray-Ban Stories შეიქმნა Facebook-ის და EssilorLuxottica-ს თანამშრომლობით. ეს უკანასკნელი Ray-ban-ის დამფუძნებელი კომპანიაა. Ray-Ban Stories არის ყველაზე ნორმალური დიზაინის მქონე და ხელმისაწვდომი ჭკვიანი სათვალე, რომელიც ბაზარზე ამ დრომდე გამოსულა. ორივე კომპანია სათვალეების მომავალს უკავშირებს ვირტუალურ რეალობას, რომელიც გადაფარავს რეალური სამყაროს გამოსახულებას.

ადამიანებმა, რომლებმაც უკვე მოსინჯეს ახალი სათვალეები სასიამოვნოდ გაკვირვებულები არიან ხარისხით და იმით, თუ რამდენად კარგად მუშაობს სათვალე. მობილური აპლიკაციის და სათვალეების სინქრონიზაცია სულ რამდენიმე წამშია შესაძლებელი wi-fi კავშირის მეშვეობით.

RayBan Facebook
Ray-Ban Facebook

5 მეგაპიქსელიანი ორი კამერის მეხსიერება იტევს სამ ათეულზე მეტ 30 წამიან ვიდეოს ან დაახლოებით 500 ფოტოს. ფოტოს ან ვიდეოს გადაღება ხორციელდება ჩარჩოს მარჯვენა მხარეს განთავსებული ღილაკით.

სათვალის შუშის შიდა მხარეს სხვადასხვა ფერები სხვადასხვა ინფორმაციას გაძლევთ: მწვანე ფერი ნიშნავს სრულად დატენილ ბატარეას, ნარინჯისფერი საშუალოდ დატენილ ბატარეაზე მიუთითებს, ხოლო წითელი კრიტიკულად დაბალ ენერგიას ნიშნავს. თუ კამერა ჩართულია, მაშინ წინა მხარეს თეთრი ნათება ირთვება.

ფეისბუქის წარმომადგენლების თქმით, სათვალეებს სრულად დამუხტვას დაახლოებით ერთი საათი სჭირდება და სრულად დატენილი ბატარეა 6 საათის განმავლობაში გაძლებს.

სათვალის ჩასადები, არის მტკიცე მასალით დამზადებული, და მოჰყვება დამტენი, რომელსაც შეუძლია ბატარეის სამჯერ შევსება.

ხმა, რომელიც გაისმის სათვალეებიდან, არ არის ისე მორგებული მფლობელზე, რომ იქიდან წამოსული ხმა ახლო მდგომმა ადამიანმა ვერ გაიგოს. შესაძლოა მუსიკის მოსმენა მაინც ყურსასმენების საშუალებით გერჩივნოთ.

სათვალეებში არსებული კამერები არ არის ისეთი მაღალი ხარისხის, როგორც თანამედროვე სმარტფონების კამერებია. სამაგიეროდ, Ray-Ban Stories გამოყენება ძალიან პრაქტიკულია, მაშინ როდესაც გსურთ ვიდეოს ან ფოტოს გადაღება და თქვენი ორივე ხელი დაკავებულია. მიუხედავად იმისა, რომ ფეისბუქის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა, ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა სათვალეების ვიდეო, სადაც იგი აღბეჭდილია ოკეანეში, სათვალეები არ არის წყალგამძლე.

საერთო ჯამში სათვალის 20 სახეობა არსებობს და ისინი განსხვავდება სტილის, ფერის, ზომისა და ლინზების ტიპების მიხედვით. სათვალეები თავდაპირველად გაიყიდება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში.

ჯერ ჯერობით უცნობია თუ რამდენად აიტაცებენ სათვალეების და ტექნოლოგიების მოყვარული ადამიანების Facebook-ის და Ray-Ban-ის ინოვაციურ პროდუქტს.

მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ შემდეგი ვიდეო რგოლი: