4.8 C
Tbilisi
02/03/2026
spot_img

შენ არ გჭირდება ასიათასობით გამომწერი იმისათვის, რომ ინსტაგრამით ფული გამოიმუშაო

სოციალური მედიის კვლევების ავტორიტეტული კომპანიის თანახმად, ინფლუენსერები 10,000-მდე მიმდევრით იღებენ საუკეთესო შედეგებს. დაფიქრებულხართ თუ არა ოდესმე, რომ იქნებ თქვენც შეგიძლიათ ამის გაკეთება? სავარაუდოდ შეგიძლიათ.

მიუხედავად იმისა, თქვენ საკუთარ ბრენდს წარმოადგენთ თუ პარტნიორის ბრენდისთვის მუშაობთ, ამ სტატიიდან გაიგებთ ყველა დეტალს, თუ როგორ შეძლებთ გამოიმუშაოთ ფული ინსტაგრამის მეშვეობით.

მაშ ასე, დავიწყოთ!

ჩვენ ვუპასუხებთ ხუთ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვას.

  1. რამდენი მიმდევარი გჭირდებათ იმისათვის, რომ გამოიმუშაოთ ფული Instagram-ზე?
  2. რეალურად რამდენს გამოიმუშავებენ ინფლუენსერები?
  3. რომელია საუკეთესო გზები, Instagram-ზე ფულის გამომუშავებისთვის?
  4. რა თანხა შეგიძლიათ გადაახდევინოთ დამკვეთს?
  5. როგორ იპოვოთ კომპანიები/ბრენდები პარტნიორობის დასაწყებად?

რამდენი მიმდევარი გჭირდებათ იმისათვის, რომ გამოიმუშაოთ ფული Instagram-ზე?

შეიძლება თქვენ ფიქრობთ, რომ გჭირდებათ ასიათასობით მიმდევარი, მაგრამ საქმე სინამდვილეში სულ სხვაგვარად არის. იმაზე გაცილებით ნაკლები მიმდევარი გჭირდებათ, რამდენიც შეიძლება ამ წამს გაიფიქრეთ.

მოდით პირველ რიგში ინსტაგრამის გვერდი დავყოთ სამ ძირითად ჯგუფად:

I ჯგუფი – მცირე ზომის გვერდი – 10,000 ან ნაკლები მიმდევარი

II ჯგუფი – საშუალო ზომის გვერდი – 10,000 დან 100,000 მიმდევრამდე, და

III ჯგუფი – დიდი ზომის გვერდი – 100,000-დან 1,000,000-მდე მიმდევარი.

რა თქმა უნდა შესაძლოა გვერდს ჰყავდეს 1,000,000-ზე მეტი გამომწერიც, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ ვისაუბროთ მხოლოდ პირველ სამ კატეგორიაზე.

უახლესი კვლევის თანახმად, მცირე ზომის გვერდი ერთი პოსტის სანაცვლოდ დაახლოებით 88 აშშ დოლარს გამოიმუშავებს. საშუალო ზომის გვერდს შეუძლია, ერთი პოსტით, საშუალოდ 200 დოლარი  მოგიტანოთ, ხოლო თუ თქვენ დიდი ზომის ინსტაგრამ გვერდის მფლობელი ხართ მაშინ, ერთი პოსტით თქვენ საშუალოდ 670 აშშ დოლარს გამოიმუშავებთ.

ყურადღება მიაქციეთ, რომ მოყვანილი რიცხვები არის საშუალო სიდიდეები, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ერთი კონკრეტული პოსტით მიღებული შემოსავალი გაცილებით მეტიც კი იყოს. როდესაც თქვენ მიაღწევთ ამ დონეს, რიცხვები როგორც წესი იცვლება.

ეს რიცხვები ცვალებადია, რადგან არ არსებობს დადგენილი ფიქსირებული განაკვეთი და მისი სიდიდე რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული.

მიზნობრივი აუდიტორია

პირველი ეს არის მიზნობრივი აუდიტორია, ნიშა, ვისთვისაც ქმნით ინფორმაციას.

მნიშვნელობა აქვს, თუ რომელ ნიშას აირჩევთ, არსებული კონკურენციის გათვალისწინებით. ამაზე იქნება დამოკიდებული თუ პოტენციურად, რის გამომუშავებას შეძლებთ.

ძალიან მომგებიანი, მაგრამ ამავდროულად ძალიან კონკურენტუნარიანი ნიშების მაგალითებია: ფიტნესი, სილამაზე, ჯანმრთელობა, ბიზნესი და მოგზაურობა.

თუ თქვენ არ გინდათ შეხვიდეთ მკაცრ კონკურენციაში სხვა ინფლუენსერებთან, მაშინ შეგიძლიათ აირჩიოთ კიდევ უფრო ვიწრო ნიშა, მაგალითად ფიტნესისთვის ეს იქნება „ფიტნესი სახლის პირობებში“, ბიზნესისთვის ეს შეიძლება იყოს – „სტარტაპები“, ხოლო მოგზაურობისთვის – „მოგზაურობა ზღვის სანაპიროებზე“ და ა.შ.

მაგალითად, Nicola Mclaughlin, ტანსაცმელს უცნაურ რემიქსს უკეთებს და მათ აქცევს ხელოვნების ნიმუშებად. @nicolemclaughlin ინსტაგრამ გვერდს, ამ სტატიის წერის დროს 676,000 მიმდევარი ჰყავს.

nicolamccullin influencer
@nicolamccullin

მას ამ ეტაპზე დღეში საშუალოდ 2000 გამომწერი ემატება. მისი ნამუშვრები განსაკუთრებული ექსტრავაგანტულობით გამოირჩევა. ქვემოთ ფოტოზე ერთ-ერთი მათგანია მოცემული.

@nicolemclaughlin
@nicolemclaughlin
აუდიტორიის ჩართულობა

რა თანხას გამოიმუშავებთ დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად აქტიურია  თქვენი აუდიტორია. ამის მიზეზი არის ის, რომ კომპანიებს სურთ მიიღონ გადახდილი თანხების სანაცვლოდ ინსტაგრამის მომხმარებლების აქტიურობა, რაც გაამართლებს მათ მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს. ასე რომ, თუ გყავთ ასიათასი ყალბი მიმდევარი, თქვენ ვერ შეძლებთ რაიმე რეალური ღირებულების შეთავაზებას კომპანიებისთვის.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენი გვერდის გამომწერების რაოდენობა არ არის მთავარი, მთავარია, რამდენად აქტიურად არიან ისინი ჩართულნი გვერდის საქმიანობაში: რამდენად იწონებენ, კომენტარს ტოვებენ და აზიარებენ.

ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენ უზრუნველყოფთ მიზნობრივი აუდიტორიის ხელმისაწვდომობას, რომელიც ქმნის პოტენციური მომხმარებლების მთელ არმიას. სწორედ ეს სჭირდებათ ბრენდებს, რის სანაცვლოდაც ისინი მზად არიან ფული გადაიხადონ.

რეალურად რამდენს გამოიმუშავებენ ინფლუენსერები?

მოდით ახლა ვნახოთ, რეალურად რა თანხის გამომუშავება შეგიძლიათ.

არ არსებობს ზუსტად განსაზღვრული რიცხვები, იმასთან დაკავშირებით თუ რამდენის გამომუშავება შეგიძლიათ. როგორც ნებისმიერ ინდუსტრიაში, ასევე უმეტესი სამუშაოს შესრულებისას, შეგვიძლია ვისაუბროთ შემოსავლის დიაპაზონზე და არა კონკრეტულ რიცხვებზე. მიუხედავად ამისა, დაახლოებითი თანხა რის გადახდაზეც, როგორც წესი, თანახმა არიან კომპანიები ეს არის, 0.01 აშშ დოლარი ერთ მიმდევარზე (ანუ, 1 აშშ დოლარი 100 მიმდევარზე).

მაგალითისთვის, თუ თქვენ გეყოლებათ 4,000 მიმდევარი მაშინ თქვენ დაახლოებით ერთი პოსტისთვის შეგიძლიათ გამოიმუშაოთ 40 აშშ დოლარი (4000 x 0.01). თუმცა, ისევ გავიმეორებთ, რომ ეს არის მხოლოდ საორიენტაციო თანხა.

გავლენიანმა ინსტაგრამ გვერდმა @Mattcrump, რომელსაც 260,000 გამომწერი ჰყავს, გაგვანდო, თუ როგორი იყო მათი შემოსავლები ერთი პოსტიდან გამომწერების რაოდენობასთან მიმართებაში.

მათი განცხადებით, ფასები დამოკიდებული შეიძლება იყოს:

  1. კრეატიულობაზე, ანუ რამდენად კრეატიულები იქნებიან პოსტის შექმნის დროს;
  2. დღის რომელ მონაკვეთში განთავსდება პოსტი ინსტაგრამზე;
  3. პოსტის შექმნის დროს გაწეულ დანახარჯებზე;
  4. გამომწერების აქტიურობაზე პოსტთან დაკავშირებით და ა.შ.

მაშასადამე, ინსტაგრამის გვერდებს შეუძლიათ ათასობით დოლარის გამომუშავება.

გრაფიკზე მოცემულია @mattcrump ინსტაგრამ გვერდის მიერ გამოქვეყნებული ინსტრუქცია საორიენტაციო ფასების შესახებ, თუ რა თანხა შეგიძლიათ გამოიმუშაოთ ერთი პოსტის მეშვეობით, გამომწერების რაოდენობის გათვალისწინებით.

instagram account revenues

რომელია საუკეთესო გზები, Instagram-ზე ფულის გამომუშავებისთვის?

მოდით ვისაუბროთ რამდენიმე გზაზე, რომლითაც შეგიძლიათ გამოიმუშაოთ ფული Instagram-ის საშუალებით.

არსებობს რამდენიმე გზა:

  1. დაფინანსებული პოსტები – შეგიძლიათ ითანამშრომლოთ კომპანიებთან და განათავსოთ პოსტები, რომლებსაც კომპანიები დააფინანსებენ;
  2. პარტნიორული პროგრამა (Affiliate Program) – თქვენ რეალიზებას უკეთებთ სხვა კომპანიების პროდუქტს ან მომსახურებას და ისინი გიხდიან საკომისიოს თითოეული გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის დადგენილი პროცენტის მიხედვით;
  3. შეგიძლიათ გაყიდოთ საკუთარი პროდუქტი ან მომსახურება;
  4. ყველა ერთად – ზემოთ ჩამოთვლილი სამი შემოსავლის წყაროს კომბინაცია ბუნებრივია მეტ შემოსავალს მოგიტანთ;

მოდით დავიწყოთ ყველაზე გავრცელებული მიდგომით.

დაფინანსებული პოსტები

შეგიძლიათ კომპანიებს გადაახდევინოთ გარკვეული საფასური ინსტაგრამის გვერდზე ან ე.წ. “სთორებში” განთავსებული პოსტების შესაბამისად. თქვენ უნდა მოილაპარაკოთ და შეთანხმდეთ შემდეგ საკითხებზე:

  • ექსკლუზიურობა – მაგ: განათავსებთ მხოლოდ კოკა-კოლას და არა სხვა გამაგრილებელი სასმლის შესახებ პოსტს
  • რამდენ პოსტს განათავსებთ
  • პოსტის შინაარსი
  • პოსტში გამოყენებული ტექსტის ფორმულირება
  • გადასახდელი თანხა

ხელშეკრულება შეიძლება ასევე მოიცავდეს მოწოდებას მოქმედებისკენ (call to action), რაც ნიშნავს კომპანიის ვებ-გვერდის ბმულის განთავსებას თქვენი ბიოგრაფიის ველში, რომელიც გამომწერს გადაიყვანს სპეციალურ ვებ-გვერდზე.

პარტნიორული პროგრამა – Affiliate Programe

შემდეგი შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს თქვენი გვერდის ჩართვა პარტნიორულ პროგრამაში.

პარტნიორული პროგრამა განსხვავდება წინა მიდგომისგან, რადგან მისი მიზანია პროდუქტის ან მომსახურების რეალიზაცია და არა მხოლოდ ბრენდის ცნობადობის ამაღლება.

ეს ჩვეულებრივ კეთდება სარეკლამო კოდით ან სპეციალური ბმულის საშუალებით, რომელიც ადასტურებს, რომ კომპანიასთან მყიდველი თქვენგან გადამისამართდა.

ბრენდებთან დასაკავშირებლად, რომლებიც ეძებენ კომპანიებს პარტნიორული პროგრამებისთვის, შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ პროგრამებს: ClickBank, RewardStyle და Amazonassociates.

ყველაზე გავრცელებული ფორმა პარტნიორული პროგრამისთვის პოსტის შესადგენად არის პროდუქტის მიმოხილვა. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ იმ პროდუქტებს დაუჭიროთ მხარი, რომელიც მართლა მოგწონთ და მყიდველისთვის ღირებულებას ქმნის. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ვერ მოიპოვებთ მიმდევრების ნდობას, რაც უარყოფითად აისახება შედეგებზე.

მაგალითად, პიტერ მაკკინონი @petermckinnon არასოდეს წერს ტანსაცმლის შესახებ, ის საუბრობს კამერებზე.

პარტნიორული პროგრამის მარკეტინგი ხელოვნებაა. თქვენ უნდა შეძლოთ დაფინანსებული და ორგანული პოსტების დაბალანსება და ეს ყველაფერი ისე უნდა გამოიყურებოდეს, რომ არ ჰგავდეს რეკლამას კლასიკური გაგებით.

გახსოვდეთ, რომ თქვენი აუდიტორია თქვენი ყველაზე დიდი აქტივია და თუ ძალიან ბევრ სარეკლამო მასალას გამოაქვეყნებთ, შეიძლება დაკარგოთ მათი ნდობა. თუ დაკარგავთ აუდიტორიას, დაკარგავთ ბjიზნესის ხერხემალს.

გახსენით ონლაინ მაღაზია

ინსტაგრამზე ფულის გამომუშავების ერთადერთი გზა არ არის სხვა ბრენდებზე მუშაობა. ონლაინ მაღაზიის გახსნით თქვენ შეძლებთ საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას და მთელს შემოსავალს თავად გააკონტროლებთ. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გაყიდოთ ფიზიკური და ციფრული პროდუქტები ან მომსახურება გაუწიოთ კლიენტებს.

მოდით ვნახოთ ლოკი. @loki, ეს არის სავარაუდოდ ყველაზე დიდი მეწარმე ძაღლი, რომელსაც ამ დროისათვის 2 მილიონი გამომწერი ჰყავს. მას საკუთარი ონლაინ მაღაზიაც კი აქვს lokithewolfdog.com. ის ყიდის მისალოც ბარათებს, ჭიქებს, ტანსაცმელს და სხვა ბრენდირებულ პროდუქციას.

wolfdog Instagram influencer

თქვენ ასევე შეგიძლიათ გაყიდოთ ისეთი მომსახურება, როგორიცაა კონსულტაცია, მუსიკა, იოგას გაკვეთილები, ფოტოგრაფის მომსახურება და ასე შემდეგ.

გარდა ამისა, შეგიძლიათ გაყიდოთ ციფრული პროდუქტები, რაც უსასრულოდ მასშტაბურია და შეგიძლიათ გამოიმუშაოთ ფული მაშინაც კი როდესაც გძინავთ.

გააკეთე შემოსავლების დივერსიფიცირება

ნუ შეიზღუდავ თავს.

ფინანსურად დამოუკიდებელ ადამიანებს აქვთ შემოსავლის სხვადასხვა წყარო. თქვენ უნდა გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა ერთდროულად რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ.

  1. იმუშავეთ ბრენდებთან დასპონსორებული პოსტებით
  2. გახდით პარტნიორული პროგრამის წევრი
  3. გახსენით საკუთარი ონლაინ მაღაზია

რა თანხა შეგიძლიათ გადაახდევინოთ დამკვეთს?

როდესაც თქვენ მუშაობთ ბრენდთან, პოსტის ფასის დადგენის სამი ძირითადი გზა არსებობს.

პირველი – დაფინანსებული პოსტები.

თქვენ შეგიძლიათ კომპანიას გადაახდევინოთ ფიქსირებული თანხა თითოეულ პოსტის სანაცვლოდ.  თუ თქვენ ბრენდს შეუთანხმდებით ერთი პოსტის სანაცვლოდ გადაგიხადონ 50 აშშ დოლარი და მოგვიანებით აღმოაჩენთ, რომ კომპანია გაცილებით მეტ სარგებელს იღებს, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გადახედოთ ფასს და მოილაპარაკოთ ახალი ტარიფი.

მეორე – პარტნიორულ პროგრამაში თქვენ გადაგიხდიან თითოეული გაყიდული პროდუქციის შესაბამისად. თქვენ მიიღებთ პროცენტს დაახლოებით 5 დან 30%-მდე.

მესამე –  თქვენ შეგიძლიათ კომპანიას ფული გადაახდევინოთ მის ვებ გვერდის ბმულზე დაკლიკვების რაოდენობის მიხედვით. თქვენი მიზანი იქნება, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დააკლიკოს კომპანიის მიერ მოცემულ ბმულს.

თქვენს თავს იმაზე ნაკლებად ნუ შეაფასებთ ვიდრე თქვენ ღირხართ მხოლოდ იმის გამო, რომ მცირე რაოდენობის მიმდევრები გყავთ. შესაძლოა თქვენი 1,000 მიმდევარი სხვა გვერდის 5,000 მიმდევარზე უკეთესი იყოს აქტიურობით ან მსყიდველუნარიანობით.

კვლევებმა აჩვენა, რომ ინფლუენსერები რომლებსაც ჰყავთ 1,000 დან 5,000 მდე მიმდევრები ორჯერ უფრო მეტი ჩართულობა აქვთ, ვიდრე ინფლუენსერებს რომელთაც 10,000 მიმდევარი ჰყავთ.

ასე რომ გახსოვდეთ, თქვენ შეიძლება არ გყავდეთ ბევრი მიმდევარი მაგრამ სხვაზე ძლიერი იყოთ.

გახსოვდეთ, რომ არ არსებობს მკაცრად განსაზღვრული წესები, ზოგიერთი ინფლუენსერი კლიენტებს იმაზე მეტს ართმევს ვიდრე რეალურად ღირს, ზოგი კი პირიქით. მთავარია, თქვენს მიერ კომპანიისთვის დაკისრებული გადასახადი იყოს სამართლიანი და კონკურენტუნარიანი.

როგორ იპოვოთ კომპანიები/ბრენდები პარტნიორობის დასაწყებად?

მოძებნეთ ისეთი ბრენდები, რომლებსაც აქვთ მსგავსი ღირებულებები რაც თქვენ და თქვენს აუდიტორიას. თქვენ შეგიძლიათ მათ დაუკავშირდეთ პირდაპირ და შესთავაზოთ საკუთარი მომსახურება. ალტერნატიული გზა კი არის, რომ თქვენი გვერდი განათავსოთ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდებზე სადაც კომპანიები ინფლუენსერებს აქეთ ეძებენ.

Crowdtap შესანიშნავია ინსტაგრამის მცირე გვერდებისათვის, თუმცა თუ ამ კომპანიის მომსახურებით გსურთ სარგებლობა, თქვენ აუცილებლად აშშ-ში უნდა იმყოფებოდეთ. სხვა კომპანია, რომელიც მსგავს მომსახურებას გთავაზობთ არის indahash, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში თქვენ უნდა გყავდეთ 700 აქტიური მიმდევარი.

ეს იყო ხუთი რჩევა, თუ როგორ შეგიძლიათ დაიწყოთ ფულის გამომუშავება ინსტაგრამზე.

ამ სტატიაში თქვენ შეიტყვეთ რამდენი მიმდევარი გჭირდებათ რათა რეალურად დაიწყოთ ფულის გამომუშავება ინსტაგრამზე. ჩვენ ასევე განვიხილეთ რამდენიმე შემოქმედებითი გზა და იდეა, რითაც შეგიძლია დაიწყეთ ფულის გამომუშავება ინსტაგრამზე.

გაგვიზიარეთ თქვენი გვერდების შესახებ ინფორმაცია კომენტარებში და მიაწერეთ რამდენს ართმევთ კლიენტებს ერთ პოსტში. შეგიძლიათ გაგვიზიაროთ ასევე თქვენი სხვა გამოცდილება სტატიაში მოცემული ინფორმაციის შესახებ.

ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული სტატიის გაცნობის შემდეგ, თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გაქვთ Instagram გვერდი დაფიქრდებით და დაიწყებთ მოქმედებას ფულის გამომუშავების მიზნით.

Related Articles

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები