4.8 C
Tbilisi
02/03/2026
spot_img

[VID] RAP-ის ვარსკვლავები ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგის ფინალში წარდგებიან

 

Super Bowl არის NFL-ის, ანუ ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის ფინალური მატჩი, რომელიც ამ ფორმატში 1966 წლიდან ყოველ წელს იმართება. მატჩის შესვენებაზე იმართება შოუ რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანახაობაა.

2012 წლიდან 2022 წლის ჩათვლით ფინალური მატჩის შოუ პეპსის სახელით ტარდება. პეპსის კონტრაქტი 2022 წლიდან ეწურება ამიტომ შესაძლოა შემდეგ წელს სხვა სპონსორი ვიხილოთ. იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება პეპსის რამდენიმე წელი აღარ მიეცეს ფინალის სპონსორობის შესაძლებლობა ბუნებრივია ძალიან მოინდომეს და 2022 წლის 13 თებერვალს რეპის ყველაზე ცნობილ შემსრულებლებს წარმოადგენენ.

ესენი იქნებიან: Eminem, Snoop Dogg, Dr. Dre, Mary J. Blige და Kendrick Lamar. პეპსიმ ეს ყველაფერი კი კინომატოგრაფიული ხარისხის სანახაობრივი კლიპით გვამცნო.

“ჩვენ სულ რაღაც რამდენიმე კვირა გვაშორებს პეპსის Super Bowl-ის შუა მატჩის ყველა დროის საუკეთესო შოუს. ჩვენს გულშემატკივრებს ვთავაზობთ ჯადოსნურ სანახაობას, რაც ნამდვილად იქნება გრანდიოზული მომენტი პოპ კულტურის ისტორიაში”, – ტოდ კაპლანი, Pepsi-ის ვიცე პრეზიდენტი და მარკეტინგის დირექტორი.

კლიპში Eminem, Snoop Dogg, Mary J. Blige და Kendrick Lamar შეტყობინებას იღებენ Dr. Dre-სგან ფინალის შოუს შესახებ. ისინი მომენტალურად წყვეტენ მიმდინარე საქმიანობას და მიემართებიან კალიფორნიაში SoFi სტადიონისკენ სადაც ფეხბურთის ფინალი და მეგაშოუ გაიმართება.

სარეკლამო რგოლში პირველი ემინემი ჩნდება. ის თავისი სიმღერის გმირს Slim Shady-ის ეპაექრება, როდესაც მიიღებს შეტყობინებას ფინალის შესახებ და დაუყოვნებლივ გაემართება თვითმფრინავით დანიშნულების ადგილისკენ.

შეტყობინების მიღების დროს Snoop Dogg ავტომობილს მართავს და ჩვეულ სტილში ერთობა, Mary J. Blige კლიპის გადაღების პროცესშია, ხოლო Kendrick Lamar საკუთარი სიმღერისთვის ტექსტს წერს.

კლიპში თითოეული შემსრულებლის გამოჩენისას გამოყენებულია მათი უკვდავი სიმღერები.

  • Eminem – Rap God – 1.2 მილიარდი ნახვა YouTube-ზე 2013 წლიდან
  • Dr. Dre და Snoop Doggy – Still D.R.E. – 1 მილიარდი ნახვა 2011 წლიდან
  • Dr. Dre და Snoop Doggy – The Next Episode – 0.5 მილიარდი ნახვა 2009 წლიდან
  • Mary J. Blige – Family Affair – 0.3 მილიარდი ნახვა 2009 წლიდან
  • Kendrick Lamar – Humble – 0.8 მილიარდი ნახვა 2017 წლიდან

(სულ ჯამში 4 მილიარდ ნახვამდე)

შემსრულებლების აქტივშია 43 გრემი და 19 ჯერ N1 ალბომის წოდება.

დროა თავად შეაფასოთ კლიპი და წარმოდგენა შეიქმნათ თუ რა სანახაობა ელის ფინალის მაყურებელს.

https://www.youtube.com/watch?v=h3NhX6-5mO0&ab_channel=Pepsi

 

Related Articles

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები