4.8 C
Tbilisi
02/03/2026
spot_img

FB მესენჯერში საიდუმლო მიმოწერას ფოტოს მალულად ვეღარ გადაუღებთ

Facebook თავის მომხმარებლებს ახალ ფუნქციას სთავაზობს. Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის და Facebook-ის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის განცხადებით, FB საიდუმლო მესენჯერში, თუ თქვენი მოსაუბრე მიმოწერას ფოტოს გადაუღებს (screenshot) თქვენ ამის შესახებ შეტყობინებას მიიღებთ.

მარკ ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ ახალი ფუნქცია დაცულია ეგრეთწოდებული end-to-end დაშიფვრით, რაც იმას ნიშნავს რომ მიმოწერა მხოლოდ შეტყობინების გამგზავნს და მიმღებს შეუძლიათ წაიკითხონ.

FB დამფუძნებელმა ახალი ფუნქციის სადემონსტრაციოდ მეუღლესთან მისი მიმოწერა გამოაქვეყნა.

FB Messenger screenshot

მისივე ცნობით, მესენჯერის საიდუმლო მიმოწერის მოდულს ამატებენ GIF-ების, სტიკერების და რეაქციების მოდულს.

ახალი ფუნქციის დამატებამ მომხმარებლების არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია.

Facebook-მა, საკუთარი მომხმარებლების მეტი დაცულობისთვის, საიდუმლო საუბრის ფუნქცია მესენჯერში პირველად 2020 წელს დაამატა. აღნიშნული ფუნქცია, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გააგზავნონ დროებითი ტექსტი, რომელიც ტექსტის წაკითხვიდან გარკვეული წინასწარ განსაზღვრული პერიოდის გასვლის შემდეგ ავტომატურად იშლება. პერიოდი მომხმარებელს თავად შეუძლია განსაზღვროს, რაც შეიძლება იყოს 5, 10, ან 30 წამი, ასევე 1, 5, 10, 15, ან 30 წუთი, და 1, 6, 12 ან 24 საათი.

Related Articles

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები